მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
როგორც მღვიძარე მამები ამბობენ, არ შეიძლება მონაზონი ეწოდოს მას, ვინც დაფარულად, შინაგანად არ შრომობს.
მონაზვნებმა არა მარტო იმისთვის უნდა ილოცონ, რომ თავიანთი მონაზვნური მოვალეობა შეასრულონ, არამედ საქმითაც მონაზვნები რომ იყვნენ, მონაზვნები არა მარტო სახელით და გარეგნულად, არამედ შინაგანადაც.
მონაზონმა, რომელმაც ისწავლა ლოცვა, შემდეგ კი უდებების გამო დაკარგა ის, იცის დაკარგულის ფასი და დარდობს.
როცა რაიმე მორჩილების საქმეს ვასრულებ და ვფიქრობ, რომ ამის გარდა სხვა საზრუნავი არ მაქვს, შემიძლია ძალიან კარგად შევათავსო საქმე ლოცვასთან.