დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები
დღესასწაული - ციტატები, გამონათქვამები დღესასწაული, გამონათქვამები, ციტატები
მეოთხე მცნება შაბათის დაცვას ეხება, სიტყვასიტყვით - საეკლესიო დღესასწაულთა გამოყოფას ჩვეულებრივი, სადაგი დღეებისაგან. შაბათი - ეს არის ღვთისადმი მიძღვნილი დღე, რომელიც სიმბოლურად საუკუნო ცხოვრებას ნიშნავს. ძველი აღთქმის მასწავლებე... იხილეთ სრულად
წესისამებრ დღესასწაულის წინა დღეს მწუხრამდე, ან კვირა დღეებში ყოველგვარი მუშაობა წყდება. კარგია, თუ შესაძლებელია, რომ წინა დღეებში მუშაობა გავახანგრძლივოთ, რომ დღესასწაულის წინა და შემდგომ საღამოს არ ვიმუშაოთ. თუ ვინმე, აუცილებლობ... იხილეთ სრულად
ყოველთვის ვეუბნები ერისკაცებს – კვირას და დღესასწაულებზე მუშაობა შეწყვიტონ, რომ უბედურება არ დაატყდეთ თავს. საკუთარი სამუშაოს მოწესრიგება ყველას შეუძლია. ყველაფრის საფუძველი სულიერი გულისხმიერებაა. თუ ეს გულისხმიერება არსებობს, გა... იხილეთ სრულად
საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვებული. საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლება და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და მოქმედი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში.
იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმიდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმინდა დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთის განცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწა... იხილეთ სრულად
იმისათვის რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასწაულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული.
თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ ... იხილეთ სრულად
დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის გამო.
დღესასწაული მადლიანი საქმის გამოვლენაა, სულის ღვთისმოსავი განწყობა და გამოსწორებული ცხოვრებაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო.
ხარებას ტრანცენდენტური ღმერთი, სამყაროს მიღმიერი ღმერთი, სამყაროს შემოქმედი ქალწულის წიაღში დამკვიდრდა და ადამიანური ბუნება მიიღო. ეს არის უდიდესი საიდუმლო - ღმერთმა სამყაროში შემოაბიჯა. რა თქმა უნდა, ეს მოსალოცია. ეს საიდუმლო ფარ... იხილეთ სრულად