მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები
მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები მშვიდობა, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არათუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა არის სათავე ქვეყნად მშვიდობისა და კეთილდღეობისა, ადამიანთა შორის კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგებისა.
ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია, მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მ... იხილეთ სრულად
ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგა... იხილეთ სრულად
ნება ღვთისა არის ის, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს არა მხოლოდ ღმერთსა და კაცს შორის, არამედ კაცთა შორისაც, რადგანაც არ შეიძლება იყო ღვთის ერთგული და ამავე დროს - ადამიანის მტერი, არ შეიძლება იყო ღვთისმოსავი და ამავე დროს - კაც... იხილეთ სრულად
სულიერი სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში.
სწრაფვა მშვიდობისაკენ, ზრუნვა მშვიდობისათვის - ქრისტიანული სინდისის უმაღლესი მოთხოვნილებაა. „ეძიებდე მშვიდობასა და მისდევდე მას“, - ბრძანებს წმიდა წინასწარმეტყველი დავითი.