ამქვეყნიურ სიამეებზე ნებაყოფლობით ვამბობთ უარს
ამქვეყნიური ტკბობა ჩრდილივით ქრება
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება. ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად...
იხილეთ სრულად
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება.ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან...
link
21. ვინც თავის სხეულს ტკბობათა და მათგან მომდინარე სნეულებათაგან იცავს, მისი სახით ჰყავს თანაშემწე უმჯობესისათვის სამსახურში.
როგორ ვუყუროთ სიამოვნებას?
ქრისტესთან ყოფნის სიხარული იმდენად ყოვლისმომცველი და ენით აღუწერელი გრძნობაა, რომ მას ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ შეედრება. ეს იმდენად დიდი ნეტარებაა, რომ იგი ვერ დაითრგუნება ვერანაირი სულიერი თუ ფიზიკური ტკივილით.
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც ...
იხილეთ სრულად
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდ...
link
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზად...
იხილეთ სრულად
სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარები...
link
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელო...
იხილეთ სრულად
თუ ცხოვრება შემოგვიტევს თვალხილული სილამაზის ხიბლით, სიმდიდრით, ავხორცობით, მოჩვენებითი დიდებით, როგორ შევეწინააღმდეგოთ მას. როდესაც ამქვეყნიური სიამენი გამოაჩენენ თავის ნამდვილ სახეს, როდესაც სილამაზე უსახური შეიქმნება, ჯანმრთელობას სნეულება შეცვლის, სიმდიდრეს სიღატაკე, როცა დიდებას პატივი აეყრება, როგორ უნდა გავიმარჯვოთ ამსოფლიურ, ხრწნად სულზე და ვძლიოთ სასოწარკვეთილებას. თუ არა უძლეველი რწმენით, რომელიც გვასწავლის ქრისტეს სასუფევლის უცილობელ ჭ...
link
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, ...
იხილეთ სრულად
რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს. მართალია, არსებობს სხვა გზებიც, მიმზიდველნი თავიანთი მიწიერი სიმშვენიერით, სიმდიდრით, ფუფუნებით, კეთილმოწყობით, მაგრამ ეს გზები საუკუნო ნეტარებას გამორიცხავენ და ადამიანი წარსაწყმედელში მიჰყავთ.
link