ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ნება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ნება, გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი მადლს იმას აძლევს, ვისაც ღვთის შიში აქვს, ყველას პატარა ბავშვივით ემორჩილება და გამუდმებით ეძიებს ღვთის წმინდა ნებას; არასოდეს ითხოვს თავისი ნების აღსრულებას, არამედ ღვთისა და სხვების ნებას ემორჩილება. ყოველთვის ამბობს: „რო... იხილეთ სრულად
ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით.
შვილებო, ვიზრუნოთ, რომ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვროთ, რათა სათნოვეყოთ მას და თავის წიაღში საუკუნოდ განგვისვენოს.
გონს მოვეგოთ და საკუთარი თავი დავინახოთ – რამდენად უარვყავით ჩვენი ნება. დაე, ვიბრძოლოთ, რომ ამ საწამლავისგან გავთავისუფლდეთ, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ, როგორც ღმერთს ნებავს და როგორც მონაზვნური მოქალაქეობა მოითხოვს ჩვენგან.
მორჩილს საუკეთესო მდგომარეობა აქვს – ღვთის ნებას ის იოლად, მოძღვრის საშუალებით იგებს. რა დიდი მონაგებია! ადამიანები იბნევიან და კითხულობენ: ასე მოვიქცე თუ ისე? იტანჯებიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გადაწყვეტილებას ვერ იღებენ დ... იხილეთ სრულად