წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როცა ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და ჩვენთვის უმჯობეს პასუხს
როცა ტკივილითა და სიმდაბლით ვლოცულობთ, ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვას და ჩვენთვის უმჯობეს პასუხს გვაძლევს. ხშირად ხდება, რომ ასეთი ლოცვის შემდეგ ღვთის ნება საქმით სულ სხვაგვარად ვლინდება, ვიდრე ჩვენ ვითხოვეთ ლოცვაში. ხშირად გვამწუხრებს ის, რომ არ აღსრულდა ჩვენი ნება, არ გვესმის ღვთის განგებულების სიღრმე და მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ნების გამოვლინება ჩვენი ნებისგან განსხვავდება, ყოვლისმცოდნე ღმერთი სხვადასხვა საშუალებით ყველაფერს ჩვენთვის სასარგებლოდ მოაწყობს.
ამიტომ, შვილო, მთელი სულიერი ძალები მოვიკრიბოთ, რომ მტკიცედ ვიდგეთ იმ დიდი სათნოების აღსრულებისთვის, რომელსაც მოთმინება ჰქვია.
ამიტომ, შვილო, მთელი სულიერი ძალები მოვიკრიბოთ, რომ მტკიცედ ვიდგეთ იმ დიდი სათნოების აღსრულებისთვის, რომელსაც მოთმინება ჰქვია.