წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე - ციტატები, გამონათქვამები წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე | გამონათქვამები
462. იუდას ნათქვამი: „ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი“ (მათე 27, 4), და, რომ მან დააბნია ვერცხლი (მათე 27, 5), სინანულს ხომ არ გამოხატავს?
მეუფეო, რატომ მიუშვა მეუფემ და მაცხოვარმა ჩვენმა ქრისტემ, გამყიდველი იუდა საიდუმლო სერობაზე საზიარებლად? მათეს სახარების განმარტებაში წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „უღირს ადამიანს საშინელ და საიდუმლო ტრაპეზთან მიახლება უნდა ავუკრძალოთ“; წმიდა პავლეც ამბობს (1 კორ. 11, 29), რომ ასეთი ადამიანი დაისჯება. აქედან კი გამოდის, რომ ვინც თავის ცოდვას შეიგნებს, მას უფლება არა აქვს გაკადნიერდეს და ამ პატიოსან და საშინელ საიდუმლოს მიეახლოს და მასში დაფარულ სიცოცხლეს ეზიაროს. ე. ი. როგორ მოვიქცეთ ამ დროს? მე, როგორც ცოდვილს, ძალიან მაწუხებს ეს იხილეთ სრულად
460. ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს ჰკითხა: კარგია თუ არა საღმრთო საიდუმლოებებისადმი ცნობისმოყვარეობა; და როდესაც მათ ცოდვილი მიეახლება, განიკითხება თუ არა როგორც უღირსი?
459. გთხოვ ბატონო აბბა, ლოცვა ჰყავ ჩემთვის, რომ უფალმა მცირედი სიმდაბლე მომანიჭოს. მამები ამბობენ, ვინც ვნებების ფესვებს არ გადაჭრის, ის დროთა განმავლობაში კვლავ დანებდებაო მათ. როგორ მოვიკვეთო ხორციელი ვნების, მუცლისმაამებლობის და ვერცხლისმოყვარეობის ვნებათა ფესვები? და რადგან დიდმა ბერმა მითხრა, ახლანდელი შენი გლოვა ჭეშმარიტი არაა და ამიტომაც მიდის და მოდისო, მაინტერესებს რა მიზეზით მემართება ეს? საკუთარი თავი უნდა ვაიძულო, რომ იგლოვოს, თუ მოვეშვა მას, სანამ ჭეშმარიტი ლმობიერება არ მოვა? იხილეთ სრულად
458. ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს ჰკითხა: მითხარი, ჩემო მამაო, ჭეშმარიტია თუ არა გულის ის ლმობიერება, რომელიც, როგორც მეჩვენება, მე მაქვს? უნდა ვიყო თუ არა აქ განმარტოებით? და ილოცე ჩემთვის, რამეთუ ხორციელი ბრძოლა მაწუხებს
456. გთხოვ ჩემო მამაო, მითხარი როგორი უნდა იყოს რიგიანი მხიარულება? და როგორ უნდა გამოიყენოს ის ცოდვილმა, რომ ზღვარს არ გადასცდეს?
454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე? იხილეთ სრულად
453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა იხილეთ სრულად