თქვა უფალმა: "სასუფეველი ცათაი იიძულების" (მთ. 11, 12). გეთსამანიის ბაღში ლოცვისას მან ოფლთან შერეული სისხლი დაღვარა. ჩვენთვის ესაა მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს შემოკრებილი სულის ყველა ძალა, ნების როგორი დაძაბვით უნდა იყოს მიქცეული გონება ღმერთისკენ. ამ დროს ადამიანმა ყველაფერი უნდა დაივიწყოს და მთლიანად ლოცვის სიტყვებს შეენივთოს. ვინც გულმოდგინედ ლოცულობს, ვინც არ ინდობს თავის თავს, უფრო სწორად, თავის "ძველ კაცს", ჩვენში რომ ცხოვრობს, ის ომში იწ...
ეკლესია გვამცნებს, რომ განუწყვეტლივ ვილოცვიდეთ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სხეული მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ვამყოფოთ. რა ვქნათ?
იხილეთ სრულად
შინაგან იესოს ლოცვას თავისი სპეციფიკა აქვს, აქამდე ვლაპარაკობდით ლოცვაზე, რომელიც ადამიანმა ყველა ამქვეყნიურ საქმეს მოწყვეტილმა უნდა აღუვლინოს ღმერთს. რაც შეეხება განუწყვეტელ ლოცვას, ამ შემთხვევაში სხეულის მდგომარეობას უნდა მივაქციოთ ყურადღება. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ კრძალულება უნდა დავიცვათ მაშინაც კი, როდესაც მარტონი ვართ.
ყოველთვის აუცილებელია ლოცვისათვის წინასწარი მომზადება?
იხილეთ სრულად
ლოცვა პირდაპირაც შეიძლება დავიწყოთ, თუ კაცს უეცრად გაუჩნდა ლოცვის სურვილი, თითქოს სულის სიღრმიდან ცხელი ტალღა წამოვიდა და მთლიანად მოიცვა იგი. დავით მეფემ თქვა: "ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო!" (ფს. 41, 2); სხვა ფსალმუნში კი: "პირი შენი, უფალო, მოვიძიო" (ფს. 26, 8). პირი უფლისა მისი გამოუთქმელი მშვენიერების ბრწყინვალებაა. აქაა ღმერთთან განშორების სევდა, მაგრამ სევდა, სასოებით განზავებულ...
აუცილებელია ლოცვისათვის მომზადება, იმის გაცნობიერება, თუ ვინა ხარ შენ და ვისთან მოგელის საუბარი. ბიბლიაში წერია: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამოსვლა 20, 7). სინას მთაზე მოცემული ეს მცნება ყოველი ლოცვის გარდაუვალი პირობაა, უამისოდ ლოცვა უქმისმეტყველებად იქცევა. ლოცვისათვის მომზადება კი ნიშნავს, რომ უნდა მოვწყვიტოთ გონება მიწას, სული ღმერთისკენ მივმართოთ, ვიფიქროთ ღვთის დიდებულებაზე, მის აღთქმებზე, კაცის გონებაზე აღმატებუ...
XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მრავალჭირნახულ საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. თემურ ლენგმა შვიდგზის ააოხრა ქვეყანა. მისმა ჯარებმა ქარცეცხლივით გადაუარეს ქართლ-კახეთის მიწას. აყვავებული ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად ნანგრევებ...
იხილეთ სრულად
XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მრავალჭირნახულ საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. თემურ ლენგმა შვიდგზის ააოხრა ქვეყანა. მისმა ჯარებმა ქარცეცხლივით გადაუარეს ქართლ-კახეთის მიწას. აყვავებული ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად ნანგრევები და ფერფლი დატოვეს, ხოლო ბაღ-ვენახები და მინდვრებიხრიოკ უდაბნოდ გადააქციეს.საქართველოში არსებობს თქმულება, რომ თემურ-ლენგი მგელივით ბასრი კბილებითა და ჭაღარა თმით დაიბადა, ბავშვობიდანვე ავი ზნისა იყო და დედას ისე ძლიერა...
სახარებაში წერია, უფალი ღამით ლოცულობდაო (მაგ., ლკ. 6, 12). რატომ უყვარდათ წმინდანებს ღამით ლოცვა და რას ნიშნავს ჩვენთვის ასეთი ლოცვა?
იხილეთ სრულად
ღამით, როდესაც ქვეყანა სიბნელესა და ძილში ინთქმება, თვითონ სიჩუმე განაწყობს კაცს ლოცვისათვის. ღამით აღარ არსებობენ გარეგნული შთაბეჭდილებები, გონებას რომ თავისკენ იზიდავენ და ლოცვას ამძიმებენ. ამ დროს დემონი მხოლოდ მეხსიერების საშუალებით მოქმედებს. ღამით სული იმ სახლს ემსგავსება, რომლის ხუთი გრძნობა ხუთი სარკმელივითაა დაგმანული დარაბებით და მხოლოდ მეხსიერების სარდაფში ჩასასვლელი კარია ღია. ღამით ფუტკრების სკასავით მოგუგუნე ქალაქის ხმაური წყდება, ს...
ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს საფრანგეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი ჰერცოგი დე რე იყო. ამ ადამიანის ცხოვრება საშინელ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ კაცობრიობის საუბედუროდ და სამარცხვინოდ ეს არ არის ზღაპარი, არც კოშმარული ლ...
იხილეთ სრულად
ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს საფრანგეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი ჰერცოგი დე რე იყო. ამ ადამიანის ცხოვრება საშინელ ზღაპარს ჰგავს, მაგრამ კაცობრიობის საუბედუროდ და სამარცხვინოდ ეს არ არის ზღაპარი, არც კოშმარული ლეგენდაა, არამედ სასამართლო პროტოკოლებსა და ისტორიულ ქრონიკებში დაფიქსირებული ნამდვილი ამბავია.მამა მას ბავშვობის ასაკში გარდაეცვალა. დედამ ბაბუას მიაბარა. მან ბრწყინვალე საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყოველგვარი ზნეობრივი...
სახარებაში წერია, რომ გეთსამანიის ბაღში ლოცვისას უფალი „დავარდა ქვეყანასა ზედა და ილოცვიდა“ (მრკ. 14, 35). რა გაკვეთილის გამოტანა შეგვიძლია აქედან?
იხილეთ სრულად
უფალმა, როგორც ძე კაცისამ, მუხლი მოიდრიკა და მიწაზე დავარდა: ამით მან თავისი ზეციური მამისადმი მოწიწება გამოხატა. ლოცვას ისე უნდა შევხედოთ, როგორც საიდუმლოს და მისი ყოველი სიტყვა ისე წარმოვთქვათ, თითქოს სიწმინდეს ვეხებოდეთ. ქრისტესთვის მუხლმოდრეკილი ლოცვა სიყვარულისა და ღმერთის ნებისადმი სრული მორჩილების გამოხატულება იყო. ჩვენთვის კი გეთსამანიის ბაღში ლოცვას კიდევ სხვა, სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს: რაც უფრო დამდაბლდება კაცი ღვთის წინაშე, მით უფრო...
ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ე...
იხილეთ სრულად
ადამიანებს სხვადასხვა ხასიათი, გემოვნება და მოთხოვნილება აქვთ: ის, რაც ერთისთვის ცხოვრების მთავარი მიზანია, მეორესთვის - ნაკლებად მნიშვნელოვანია და პირიქით. მაგრამ არის რაღაცა, რაც მატერიის საზღვრებს სცილდება, რაც ყველა ადამიანს ესოდენ სურს, თუნდაც ამას აშკარად არ ამხელდეს და ეს მისი გულის საიდუმლო იყოს. ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაშიც სულის გათბობა ყოველ ჩვენთაგანს, ...
გარყვნილება, ოჯახების დანგრევა და აბორტთა რაოდენობის ზრდა - ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. ამ უკანასკნელ წლებში მრავალი ეკლესია გახდა მოქმედი, მიმდინარეობს ძველ ტაძართა აღდგენითი სამუშაოები, შენდება ახლები, მრევლი ეკლესიებში სულ...
იხილეთ სრულად
გარყვნილება, ოჯახების დანგრევა და აბორტთა რაოდენობის ზრდა - ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. ამ უკანასკნელ წლებში მრავალი ეკლესია გახდა მოქმედი, მიმდინარეობს ძველ ტაძართა აღდგენითი სამუშაოები, შენდება ახლები, მრევლი ეკლესიებში სულ უფრო იზრდება. მაგრამ ამავე დროს აბორტთა სტატისტიკის მაჩვენებელი არ კლებულობს. რით აიხსნება ამგვარი პარადოქსი? საერთოდ, მოქმედი ეკლესიები და წირვალოცვაზე დამსწრე მორწმუნეთა რაოდენობა გარეგნულად განსაზღვრავს ერის სულიერებ...