ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
თუკი მოსეს აკრძალული ჰქონდა აალებულ მაყვალს მიახლოებოდა, ვიდრე ფეხსაცმელს არ გაიხდიდა, მაშ, როგორ შეგიძლია შენ, მიუახლოვდე უფალს, თუ წინასწარ არ განთავისუფლდები გრძნობებზე მიჯაჭვულობისაგან?
როგორც სახიფათოა ტანისამოსით ცურვა, ასევე სახიფათოა ღვთისმეტყველებასთან შეხება იმ ადამიანისათვის, ვისაც რაიმე ვნება აქვს
წმინდა ლოცვისკენ მიმავალი გზა ვნებებთან ბრძოლით იწყება. ვიდრე ვნებები ბობოქრობენ, ლოცვაში წარმატებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ისინიც კი ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ ლოცვის მადლის მოსვლას, რომ არ ყოფილიყო უზრუნველობა და ცუდმედიდობა.
სულში, რომელმაც უარყო ლოცვასთან ნეტარი კავშირი, მიატოვა ლოცვა და დატოვებულ იქნა ლოცვისაგან, ვნებები მძვინვარე ნაკადით შეიჭრებიან და დატბორავენ. ასეთ სულზე ვნებები განსაკუთრებულ ძალაუფლებას მოიპოვებენ, განსაკუთრებულ სიმტკიცეს, დაიბ... იხილეთ სრულად
მყუდრო და წრფელი ლოცვის ჟამს ყოველი ვნება და ცოდვა კაცის გულში უნებლიედ დადუმებულია, ხოლო თუ კაცი ლოცვას მხურვალებით ხშირად გაიმეორებს, მაშინ მისი ყოველი ცუდი სურვილი და ყოველივე გულისთქმა სრულიად დაიძინებს და დაიმალება.
წარმოიდგინე, რომ არსეობობს თორმეტი უწმინდური ვნება. თუ ერთ–ერთს მაინც ნებით შეიყვარებ, მაშინ ეს ერთი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.
ჩვენ განვეწყობით... ვაწარმოოთ ბრძოლა რვა მთავარი მანკიერების წინააღმდეგ, ესენია: პირველ რიგში ღორმუცელობა, რაც გაუმაძღობის ვნებას ნიშნავს, მეორე –სიძვა, მესამე – ვერცხლისმოყვარება, რაშიც ანგარებისმოყვარეობა, ანუ უფრო ზუსტად ფულის ... იხილეთ სრულად
ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითა... იხილეთ სრულად
ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება, ძმაო! ღმერთმა მოგცეს ძალა განკითხვასთან (განსჯასთან) და ღმრთის შიშთან შეერთებული.
თუკი დემონთა მძლავრებით შენს გონებას დაეუფლება ვნებიანი აზრები, მაშინ გონებით გადადი ჯოჯოხეთში და წმიდა წერილის მიხედვით, განსჭვრიტე როგორ იტანჯებიან იქ ხორცის სათნომყოფელნი. ნუთუ მოისურვებ ცოდვით დროებითი ტკბობისთვის საშინელ მარა... იხილეთ სრულად