ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინ...
იხილეთ სრულად
ნეტარი ავგუსტინე, რომელიც ფსალმუნის სიტყვებს განმარტავდა (ფს. 41, 2), ამბობს: ირემი აკვდინებს გველს, რომელიც მას წყლისკენ მიმავალ გზაზე ხვდება, რის გამოც კიდევ უფრო მეტ წყურვილს გრძნობს და უფრო დიდი სიჩქარით გარბის წყაროსკენ. "გინდათ იცოდეთ, - აგრძელებს ეკლესიის ნეტარი მამა, - რატომ არაა თქვენში სრულყოფილების ესოდენ დიდი სურვილი და ესოდენ შეუკავებელი მისწრაფება ღვთისაკენ? ეს იმიტომ, რომ თქვენ არ თრგუნავთ თქვენს გველებს: თქვენი გველები გრძნობადი, ...
link
ვნებებს არ შეუძლიათ მათი დაძლევა, ვისაც ღვთის შიში აქვთ
რას უნდა ელოდონ ის ადამიანები, ვინც ვნებებს ყველაზე მტკიცე აღვირს - წმიდა სარწმუნოების წესებს აშორებენ?!
უწმინდურ სარკეში შეუძლებელია გამოსახულების მიღება; ასევე სულსაც, რომელიც დაკავებულია ცხოვრებისეული საზრუნავით და ხორციელი ვნებებითაა დაბნელებული, არ შეუძლია, მიიღოს სულიწმიდისეული განათლება.
ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილ...
იხილეთ სრულად
ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნით მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილები დაუძლევია, მას ვნებებიც დაუმარცხებია, ხოლო ვნებების მძლეველს ვერასოდეს დაეუფლება მწუხარება. მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო, არც უბიწო წუხს გარყვნილებაში წარუმატებლობის გამო, არც ურისხველი - სამაგიეროს გადა...
link
ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები, ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება.
მომთმენი არ წუხს, რომ ვერ იშოვა საზრდელი; უბიწო არ წუხს იმის გამო, რომ ვერ დაიკმაყოფილა ბილწი ვნება, ურისხველი - ...
იხილეთ სრულად
ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები, ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება.
მომთმენი არ წუხს, რომ ვერ იშოვა საზრდელი; უბიწო არ წუხს იმის გამო, რომ ვერ დაიკმაყოფილა ბილწი ვნება, ურისხველი - რომ ვერ შეძლო შურისძიება, თავმდაბალი - რომ მოკლებულია პატივს კაცთაგან, უანგარო - რომ წარუმატებლობა განიცადა. მათ სრულიად ჩააქრეს საკუთარ თავში ყველა ასეთი წადილი, ამიტომაც არ განიცდიან მწუხარებას; რადგან, ვინც ვნებებს არ ემორჩ...
link
მშვინვიერი თვალსაზრისით კერპები - ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა ოცნება და ზმანება - ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ვნებებისათვის კერპების მაც...
იხილეთ სრულად
მშვინვიერი თვალსაზრისით კერპები - ის გატაცებებია, რომელთა გამო ღმერთს ვივიწყებთ და მადლს ვკარგავთ. ჩვენი ყველა ოცნება და ზმანება - ეს კერპების შეუსვენებელი შექმნაა. ჩვენი ფანტაზია, როგორც მხატვარი, ჩვენი ვნებებისათვის კერპების მაცდუნებელ სურათებს ხატავს.
link
მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი...
იხილეთ სრულად
მშვიდობისმყოფელი შეიძლება იყოს ის, ვინც მოიპოვა მშვიდობიანი გული. მხოლოდ ის, ვინც თავად იქნება მშვიდობიანი, შეძლებს სხვებსაც მოჰფინოს მშვიდობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქრისტიანებს, გვმართებს ყველანაირი საშუალებით შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე. მაინც რა არღვევს გულის სიმშვიდეს? - ვნებები! და პირველ რიგში მრისხანება და მძვინვარება. მათ შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როდესაც სიმშვიდისა და სიმდაბლის არქონას ვინანიებდით.
link
ჩვენთვის ჯვარცმული დაგვეხმარება ჯვარს ვაცვათ ჩვენი ვნებები და ჟინი
ცოდვაში მყოფს არ ძალუძს მარტომ დაძლიოს ხორციელი გულისთქმები, რამეთუ მისი სხეულის ასონი მუდმივად შეიწყნარებენ და განხურდებიან მათ მიერ. ვნებებს დამონებულთ ლოცვა და მორჩილება მართებთ, რამეთუ შეწევნის მეოხებითაც კი ფრიად საძნელოა უწი...
იხილეთ სრულად
ცოდვაში მყოფს არ ძალუძს მარტომ დაძლიოს ხორციელი გულისთქმები, რამეთუ მისი სხეულის ასონი მუდმივად შეიწყნარებენ და განხურდებიან მათ მიერ. ვნებებს დამონებულთ ლოცვა და მორჩილება მართებთ, რამეთუ შეწევნის მეოხებითაც კი ფრიად საძნელოა უწინდელ ცოდვიან ჩვევებთან ბრძოლა.
link