მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რაც ხომალდისთვისაა გამოცდილი ბოცმანი, იგივეა სულიწმიდა ადამიანებისათვის - სულიერი ცხოვრების ოკეანეში მოგზაურობისას, რომელიც ხიფათითაა აღსავსე.
ის ქრისტიანები, რომლებსაც სურთ, კეთილმოქმედნი იყვნენ, მაგრამ არ ცდილობენ სულიწმიდის მადლის მოხვეჭას, უდიდეს ცდომილებაში იმყოფებიან. ისინი ქვაზე თესენ, წყალზე ხნავენ, სურთ ფრთების გარეშე ფრენა, ჰაერის გარეშე კი - სუნთქვა.
როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული: ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათნოდ გავლოს.
მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისათვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს.
მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში სუნთქვა. ადამიანი სუნთქვია გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც მადლის გარეშე ქრისტიანი არაა (რომ. 8, 9), სულით მკვდარია (ეფ. 2, 1).
მადლი - ეს არის უფლის ყოფნა ჩვენში. განა მათემატიკური ჭეშმარიტების ყველაზე ბრწყინვალე დამტკიცება როგორ შეედრება მადლის ქმედების სიაშკარავეს, როდესაც ადამიანის გული ღიაა მისთვის.
"მცირესა ზედა" ერთგული "მრავალსა ზედა" დადგინდება. ღვთის მცირე ძღვენის გამო მადლიერ ადამიანს აქვს კადნიერება, ითხოვოს დიდებული. მართლაც, ქრისტიანო, საკუთარი შეგრძნებით, შეგიძლია იცოდე, რომ მადლიერი გული უფრო თავისუფლად იხსნება და ... იხილეთ სრულად
უფლისადმი მადლიერება მისგან მონიჭებული ძღვენის გამო არის ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი ახალ ძღვენს დაავანებს
იესოს ლოცვა ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომლის მეშვეობითაც ვეჩვევით ღვთის წინაშე სვლას... ლოცვის დროს მთავარია ყურადღებით გულში დადგომა და ყველგანმყოფი უფლის მოხმობა... კეთილგონივრული შინაგანი წესრიგის ფესვი ღვთისმოშიშებაა. მას ... იხილეთ სრულად