ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
როცა წარსულს ვაანალიზებთ, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქრისტიანობა არ აღმოცენდებოდა და არ აღორძინდებოდა, ადამიანს რომ ყური არ დაეგდო თავისი სულის ხმისათვის, და რომ მაცხოვარს ყოველივე ის არ მოემადლებინა, რაც მთავარია და აუცილებელი ... იხილეთ სრულად
ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და მეცნიერი ტერტულიანე ერთ-ერთ ასეთ გზაზე მიგვანიშნებდა: სჯობია ადამიანმა ყური მიუგდოს თავისი სულის ხმას და მაშინ ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნება მისთვის უცნობი.
ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და ა... იხილეთ სრულად
გვწამს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ დროებითი მოვლენაა, იგია გამოცდა ჩვენი სულისა, მოსამზადებელი საფეხური მარადიულობისა, რომელთანაც თითოეული განვლილი დღე სულ უფრო გვაახლოებს.
უფალო "რა არის ადამიანი, რომ ასე განადიდე და მისკენ მიგიპყრია გულისყური? რომ მოინახულებ ყოველ დილით და გამოსცდი ყოველ წამს?" (იობი 7,17-18). ვინ არის იგი, რატომ ცხოვრობს დედამიწაზე და საით მიდის? - აი კითხვები, რომელნიც აუცილებლად... იხილეთ სრულად
ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად, ხოლო მსგავსებას უნდა მივაღწიოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულით, სასოებით, კეთილზნეობით... და მოვიპოვოთ მარადიული ნეტარი ცხოვრება.
არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.
ღმერთია ჩვენი პატრონი, ერთადერთი იმედი და ნუგეში ჩვენი, ჩვენ კი იგი მხოლოდ ხანდახან, ისიც გაჭირვების ჟამს, გვახსენდება, მაშინ, როცა, თუ სწორად ცხოვრება გვსურს, მუდამ უნდა ვიყოთ მასთან, მუდამ უნდა გვქონდეს განცდა მისი სიახლოვისა.