მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ადამიანებისთვის იაფფასიანი ქველმოქმედებით შეგვიძლია, ფასდაუდებელი ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ.
მოყვასის დაწყლულებულ გულზე დაპკურებული ბალზამი ჩვენს - საკუთარსაც აშუშებს.
მოწყალების წამალს დიდი მნიშვნელობა აქვს: იგი ყველა ჭრილობას უხდება
მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ თქვენ არ შესცოდეთ, არამედ იმისათვის, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისაგან.
წყალს აქვს თვისება, სხეულს ჭუჭყი ჩამორეცხოს; მოწყალებას კი ძალუძს, სულიერი უწმიდურება მოსპოს.
განა ღვთის უდიდესი წყალობა არ არის ჩვენზე, რომ ყველას გვაქვს უფლება, ჩვენი ცოდვები მოწყალებით გამოვისყიდოთ?
ღვთის წყალობაა ჩვენზე, როდესაც სხვისი დახმარების შესაძლებლობა გვეძლევა