ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ე...
იხილეთ სრულად
ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი თვითონ გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი“ (დაბ. 3, 5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით – სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება სახლში, სამსახურში – სიტყვიერი, მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი ადგილის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯა...
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მო...
იხილეთ სრულად
მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს.
თუ გინდა, რომ რჩეულ ჭურჭელად იქცე, წყრომა არ დაიტოვო მოძღვრის მიმართ, ეცადე ემონო ღმერთს და მოიპოვო მორჩილება.
შეიყვარე ღვთისმსახურნი, ისინი მრავალმოწყალე ღმერთის მეგობრებია და ღმერთთან ჩვენი და მთელი სამყაროს ქომაგები არიან.
ვისაც სძულს მღვდელი, მას მისი ღმერთიც სძულს.
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისი...
იხილეთ სრულად
ო, ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენ ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი კეთილი სინდისით დაემორჩილე ხელისუფლებას და იყავი კმაყოფილი ყველასი. აი, მაშინ შენი გონება გასუფთავდება ამაო ზრახვებისაგან. გახსოვდეს, რომ გხედავს უფალი და იყავი შიშში, რომ არ აწყენინო რაიმეთი ძმას; არ განიკითხო იგი, არ დაადარდიანო თუნ...
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების ...
იხილეთ სრულად
კარგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავლეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11, 29). ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში.
ჩვენი ცხოვნების მტრებს – დემონებს ყველაზე მეტად შურთ გამოცდილი მოძღვრის ან მონასტრის ბერის მორჩილებაში მყოფი ადამიანისა. კბილებს უღრჭენენ მას და ყოველგვარ საცთურს უწყობენ, რომ განდგომის გზაზე შეაყენონ და მოძღვართან სიახლოვე წაართვ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვნების მტრებს – დემონებს ყველაზე მეტად შურთ გამოცდილი მოძღვრის ან მონასტრის ბერის მორჩილებაში მყოფი ადამიანისა. კბილებს უღრჭენენ მას და ყოველგვარ საცთურს უწყობენ, რომ განდგომის გზაზე შეაყენონ და მოძღვართან სიახლოვე წაართვან. შეეცადე არ განსაჯო შენი მოძღვრის საქმენი და მხოლოდ შეასრულო მისი მოძღვრება.
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლე...
იხილეთ სრულად
მონაზვნობა, პირველ რიგში, სულის სიწმინდეა. მორჩილების გარეშე კი მისი მიღწევა შეუძლებელია. ამიტომაც თუ არ არის მორჩილება, იქ არც მონაზვნობაა. არა–მორჩილი – არც მონაზონია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მონაზვნობის გარეშე შეიძლება დიდ სიმაღლეებს მიაღწიო და მოწამებრივ სრულყოფილებამდეც კი ახვიდე, მაგრამ გონების სიწმინდე მხოლოდ მონაზვნების ხვედრია, რომელიც მორჩილების ღვაწლით მიიღწევა. აი, რატომ მივიჩნევთ მორჩილებას მონაზვნობის საფუძვლად.
თუ ვინემ ჩვენს შორის (ბერთა შორის, მთარგმ.) სულიერად ელამი აღმოჩნდება, ის ნუ მოითხოვს ძმებისაგან ბრმა მორჩილებას, რათა მათთან ერთად არ გადაეშვას უფსკრულში, წერილის სიტყვისაებრ: „ბრმაი ბრმასა თუ წინა–უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვი...
იხილეთ სრულად
თუ ვინემ ჩვენს შორის (ბერთა შორის, მთარგმ.) სულიერად ელამი აღმოჩნდება, ის ნუ მოითხოვს ძმებისაგან ბრმა მორჩილებას, რათა მათთან ერთად არ გადაეშვას უფსკრულში, წერილის სიტყვისაებრ: „ბრმაი ბრმასა თუ წინა–უძღვინ, ორნივე მთხრებლსა შთაცვივიან“ (მათ. 15. 14).
ქრისტიანო მშობლებო, მიაჩვიეთ თქვენი ბავშვი მორჩილებას, ადრეული ასაკიდან დათრგუნეთ მასში პატივმოყვარეობა, არ აუსრულოთ ყველა სურვილები, მიაჩვიეთ ისინი მოთმინებას. მოსთხოვეთ ზუსტად და სწრაფად შეასრულოს თქვენი მოთხოვნები. იმისათვის, რ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანო მშობლებო, მიაჩვიეთ თქვენი ბავშვი მორჩილებას, ადრეული ასაკიდან დათრგუნეთ მასში პატივმოყვარეობა, არ აუსრულოთ ყველა სურვილები, მიაჩვიეთ ისინი მოთმინებას. მოსთხოვეთ ზუსტად და სწრაფად შეასრულოს თქვენი მოთხოვნები. იმისათვის, რომ ბავშვმა დაგიჯეროთ და დაგემორჩილოთ არ მოსთხოვოთ შეუძლებელი და რთული რამის შესრულება. არ მისცეთ დღეს იმის უფლება რაც გუშინ აუკრძალეთ. იყავით თქვენ თვითონ მათი პატივმცემლები და მოკრძალებულნი და თქვენ გეყოლებათ მორჩილი და...