ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები
ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III) - ციტატები, გამონათქვამები ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი
ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის სიყვარული, ისევე, როგორც არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის არსი ღვთისა. ერთი კია, იმისათვის, რომ აღორძინდეს სიყვარული, აუცილებელია, სულ მცირე, ორთა კავშირი მაინც, რადგან როცა ერთი გასცემს ა... იხილეთ სრულად
სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: „არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის“ (ინ. 15, 13).
სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს: არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მშობლებისა და ოჯახისა, სიყვარული მამაკაცისა და ქალისა, შვილებისა, სიყვარული მეგობრებისა და მოყვასისა...
სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება. იხილეთ სრულად
სტატისტიკა მოწმობს, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ და ცივილიზებულ ქვეყნებში უფრო მეტად ჭარბობს სულით დაავადებულთა და სულიერი გადახრების მქონეთა რიცხვი, ასევე ბევრია თვითმკვლელთა რაოდენობა ახალგაზრდებში, რადგან ასეთ საზო... იხილეთ სრულად
ადამიანს, რომელიც თვითმკვლელობას სჩადის, სრულიად დაკარგული აქვს რწმენა და იმედი ღვთისა. ეს დანაშაული იმდენად დიდია, რომ, საეკლესიო კანონების მიხედვით, თვითმკვლელისთვის ლოცვაც კი აკრძალულია. ის, ვინც ამ საშინელ ნაბიჯს დგამს, გმო... იხილეთ სრულად
როდესაც კაცი და ქალი კანონიერად, ეკლესიურად ქორწინდებიან, ერთმანეთის სამყაროს თანაზიარნი ხდებიან. ისინი სწავლობენ, როგორ დაუთმონ, როგორ შეეგუონ და შეეთვისონ ერთმანეთს სიყვარულის საფუძველზე; ბავშვები კიდევ უფრო ამყარებენ ცოლ-ქმრულ ... იხილეთ სრულად
ოჯახის პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ (გალ. 6, 2), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდ... იხილეთ სრულად
ლოთის ან ნარკომანის ოჯახი, როგორც წესი, არამყარია. ამგვარი მშობლების შვილები შეუძლებელია არ იყვნენ დაღდასმულნი. ასეთმა პიროვნებებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და იფიქრონ ხვალინდელ დღეზე. ბოროტის ჩაგონებით მათ ხშირად... იხილეთ სრულად
მშობლების სიყვარულს საოცარი თვისება აქვს: როგორც დედას, ისე მამას სურს, შვილები მათზე უკეთესები იყვნენ, მათზე გონიერები და ჯანმრთელები და მიაღწიონ იმას, რასაც თვითონ ვერ მიაღწიეს.