მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
გამოკვებე გლახაკები - ისინი საუკუნო მსაჯულის გულს მოალბობენ შენდამი
ღატაკ და გაჭირვებულ ადამიანს ღმერთი მიაწვდის, რადგან იგი არავის ტოვებს; მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით განეშორე ღვთის მიერ ბოძებულ პატივს, ამით კი ღვთის მადლი განიშორე.
"ღმერთი მოგცემს!" - ეუბნებიან ზოგიერთნი მათ, ვინც მოწყალებას სთხოვს. უგუნურად იქცევი, თუ ასე ექცევი გაჭირვებულ მოძმეს. ღატაკს უფალი გიგზავნის, შენ კი მას კვლავ ღმერთს უბრუნებ: "ღმერთი მოგცემს". ღმერთი კი აუცილებლად მისცემს, მაგრამ... იხილეთ სრულად
ცრემლი ყოველი ღატაკისა, რომელიც მადლობას მოგიხდის იმქვეყნად, უძვირფასეს ალმასად აკიაფდება; თითოეული ცრემლი, რომლის დაღვრასაც მას შენი მის მიმართ სიცივე და გულის სისასტიკე დააღვრევინებს, შენს სულს დაეცემა ცეცხლოვან წვეთად ღვთის ტახ... იხილეთ სრულად
თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა - არც შენთვის გაიხსნება ღვთის სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.
როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ, ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ
როგორი სასოებით გაიწვდი ხელებს შენი შემოქმედისაკენ, როდესაც თვითონ შენსავე მსგავსს, რომელსაც შენსკენ აქვს ხელი გამოწვდილი, ზურგს აქცევ?
როგორ იტყვის შენი ბაგეები, - "შეისმინე ჩემი, უფალო!" როდესაც თვითონ არ გესმის ღატაკის ან, უფრო სწორად, იესო ქრისტესი - ამ ღატაკში, რომელიც შენ გიხმობს?