იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები
იოსებ ათონელი (ისიხასტი) - ციტატები, გამონათქვამები იოსებ ათონელი (ისიხასტი) | გამონათქვამები
ღმერთშემოსილი მამები ამბობენ: დაცემას ამპარტავნება უძღვის, მადლს კი - სიმდაბლე. სულმოკლეობა კი მოუთმენლობის დედაა
სადაც სიკერპე და ამპარტავნებაა, იქ ურჩობა და საცდურია. სადაც მორჩილება და სიმდაბლეა, იქ ღმერთი განისვენებს
ო, როგორ წუხს ქრისტე მეუფე, როგორ ნაღვლობს სულთა სასიძო, როცა უმცირესი განსაცდელის გამო ჩვენი სასოწარკვეთილების ეკლის გვირგვინს ვადგამთ თავზე?
"რაიმე ხერხს გამოვნახავ, რომ თავი მოვიკლა, სიცოცხლე მოვისწრაფო!" ო, სიბრმავე და ხელშესახები წყვდიადი! თავს მოიკლავ ანუ სამარადისოდ შეუერთდები ეშმაკს? სიცოცხლეს დაასრულებ, ანუ სამარადისოდ ჩახვალ ჯოჯოხეთში? და არ გეშინია სულმოკლე სუ... იხილეთ სრულად
მონებად რომ დავბადებულიყავით, ყოველდღე მოგვხვდებოდა ჯოხი და სილა. ახლა კი ერთ ცივ სიტყვას ვერ ვიტანთ უძლური ძმისაგან
გასაჭირი დრტვინვის გარეშე დაითმინე, რათა ღმრთის სიკეთეთა ღირსი შეიქმნა. მაშინ სხვებიც ცხონდებიან, მოგბაძავენ რა, როცა შენ ისეთი გახდები, როგორიც უნდა რომ გიხილოს ღვაწლისდამდებელმა ქრისტემ
მშობლები თავიანთი შვილებით იკურთხებიან, თუკი ისინი ცხონდებიან. და შვილთა ნათელი ცხოვრება მშობელთათვის სანთელივით ხდება: მათ მადლი ეძლევათ. და წინაპრები მეშვიდე თაობამდე ელიან შეწევნას მონაზონთა მადლისაგან. და მრავალი ჩვენგანი ცხონ... იხილეთ სრულად
მხოლოდ მან, ვისაც უხილავს და შეუცვნია ღმერთის მეცნიერება და მადლი, იცის, თუ რაოდენ დაშორებულია ადამიანთა წარმოდგენები ღმრთის მსჯავრისაგან, რომლითაც იგი სოფელს განსჯის. თუკი კაცთმოყვარე მოკიდებს ხელს მხოლოდ ადამიანის სინანულს, მაში... იხილეთ სრულად
სიკვდილი, რომელიც მრავალთათვის დიადია და საშინელი, ჩემთვის მხოლოდ დასვენებაა, უტკბესი რამ, რომელიც როგორც კი მოვა, გამათავისუფლებს ამ სოფლის ჭირთაგან. და ველოდები მას წუთი-წუთს. იგი მართლაც დიადია. მაგრამ ფრიად დიდია ღვაწლი დღევან... იხილეთ სრულად
თავიდან ისეთი განსაცდელი მქონდა, რომ მთელი ზურგი ლიმონისხელა ძირმაგარებით დამეფარა. ხესავით გავხდი, მოხრა არ შემეძლო. ვებრძოდი ამ სატანნჯველს და სულ არ გამომიცვლია არს საცვალი, არც სხვა რაიმე სამოსი. არამედ ზურგზე გადავიკიდე ერთი ... იხილეთ სრულად