წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
მტერზედაც არ გვაძლევს ნებას უფალი იესო ქრისტე შურისძიებისა და ცილისწამებისას და თუ კეთილისმყოფელისა ვინმემ იკადრა ცილისწამება, დაბეზღება და შესმენა, სადღა დაემალება იგი განკითხვასა ღვთისასა?
თემა: ცილისწამებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
თუ ვისმეს შური და მტერობა აქვს ვისმესთან და უნდა როგორმე მას ავნოს, ხოლო პირდაპირ, განცხადებით ვერაფერს ავნებს, თვითონაც ფარისეველია, ანუ ეშინია, მაშინ საიდუმლოდ, მთავრობასთან დააბეზღებს წერილებით, რომელსა შინა სხვადსხვანაირს ბრალს დასდებს მასზედა. ეს არის ერთობ სასირცხო და საზიზღარი საქმე. იგი გამოაჩენს დაცემულსა და მდაბიოსა ხასიათსა კაცისასა. დაბეზღება, შესმენა არის ცილისწამება, ნაყოფი მტერობისა და სიძულვილისა; ხოლო საღმრთო წერილიც შურისძიებას, მტერობას და ცილისწამებას დაამზგავსებს და უწოდებს კაცის კვლად. მაშასადამე, ამისთანა საშინელ ცოდვას მიიღებს თავის თავზედ დამბეზღებელი, შემასმენელი და თავის განზრახვას და მიზანს მაინც ვერ მიაღწევს.
თემა: დაბეზღებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი, ანუ ღვთის გულისათვის. ღვთის მიერი მწუხარება ის არის, როდესაც კაცი სწუხს თავის უღირსებას, თავის ცოდვას, სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი საქმე ჰქმნა და მით გაამწარა ზეციერი მამა. დიახ, კეთილია და პატიოსანი ესრეთი სულიერი მწუხარება. იგი, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე, გააჩენს კაცის გულში სინანულსა ცხოვრებისასა. ამით დაიწყება კაცის მოქცევა და ცხონება. მეორე მწუხარება არის სოფლიური. ეს მწუხარება იმაში მდგომარეობს, როდესაც კაცი სწუხს რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებასა. ზოგიერთი კაცი, თუ რამე უბედურება დაემართა, სტირის და სწუხს, მაგრამ ღმერთზე აღარ ჰფიქრობს, და ავიწყდება, რომ ღვთისაგან არის ყოველიფერი – კაცის მწუხარებაც და სიხარულიც, ბედიც და უბედურებაც. ნაცვლად მისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს, სასოება არ დაჰკარგოს, იგი ჰნაღვლობს მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას. ნაცვლად მისა, რომ დაჰფიქრდეს და გამოიკვლიოს რისგანაც დაემართა მას უბედურება, და მოინანოს ის ცოდვები, რომელნი იყვნენ მიზეზნი მისისა უბედურებისა. იგი ხან ღმერთს აბრალებს თავის უბედურებას, ხან ეშმაკს, ხან სხვა კაცს. ესრეთი სოფლიური, ხორციელი მწუხარება, როგორც იტყვის წმიდა მოციქული პავლე, სიკვდილს გააჩენს, მოჰკლავს კაცს.
თემა: მწუხარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რაც გინდა შესანიშნავი იყოს კაცი, თუ გინდ მთელს ქვეყანას აკვირვებდეს თვისი ჭკუითა და საქმითა, თუ სარწმუნოება ღვთისა არ ჰქონდა, იგი იქნება მხოლოდ ამ სოფლის შვილი და მუშაკი, იგი ქვიშაზე აშენებს თვისს სახლს, მისი ქება და სახელი იქნება მოკლე, ვითარცა ეს სოფელი და აქაური წუთი ცხოვრება.
თემა: ათეიზმი, ურწმუნოებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ძმანო, როდესაც მხედარი თამამად სდგას გაცხარებულს ომში, გარემოს მისსა ათასნაირი სიკვდილი ჰფრინავს, მაგრამ მას არ ეშინია, უშიშრად შეებმება მტერს, ხანდახან დაკოდილიც (დაჭრილი) არ ჰშორდება ბრძოლას და მიიღებს სიკვდილს, მას ყოველი კაცი აქებს, გმირს ეძახის; მაგრამ, ვგონებ უდიდესი ქების ღირსი ის კაცი არის, რომელიც თავის სიცოცხლეს შესწირავს, თავდადებულად ემსახურება საზოგადო საქმეს, ჩუმად, მოთმინებით, არამხედველი, რომ მას ვინმე უყურებდეს და აქებდეს, არამედ კიდეც ესმოდეს მრავალი ყვედრება, ცილის წამება მტერთა და მოშურნეთაგან.
თემა: სიმამაცე, სიმხნევეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
რჩეული, ანუ ცხონებული კაცი მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება იყოს: 1) თუ მან შობიდან სიკვდილამდე თავი უბიწოდ დაიცვა, ისე, რომ ცოდვას არასოდეს დამონებია, მაგრამ საღმრთო წერილი ასეთებად მხოლოდ ორს - იესო ქრისტესა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ახენებს. მაცხოვარი ჩვენი უბიწო იყო და ცოდვა არ იცოდა, იმიტომ, რომ მასში კაცობრივი ბუნება ღმრთაებრივთან იყო შეერთებული, ხოლო ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი, თუმცა ქვეშერდომი იყო ცოდვისა, მაგრამ ღმრთისა განგებით, რამენადაც იგი ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძის დედად ამოირჩია, ყოველი ცოდვისაგ დაცული იყო. ყველა სხვაზე, რომელიც ადამის მოდგმას ეკუთვნის, საღმრთო წერილი ამბობს: აჰა ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან (ფს. 50,5).
განათლება მარტო მაშინ არის კარგი და მხოლოდ იმისთანა განათლება არის კარგი, რომელიც აღამაღლებს და გააკეთილებს კაცსა ყოვლის მხრით და არა მხოლოდ ერთსა, თუ გინდ უმაღლესსა მისსა ბუნების მხარესა. თვითონ სწავლა არის ორპიროვანი იარაღი. შეიძლება კაცმა მოიხმაროს ის კეთილ საქმეზედაც და ბოროტზედაც, სასარგებლოდ და საზარალოდ თავისა თვისისა და სხვათა. საქმე უმაღლესია სიტყვაზე, ცხოვრება უძვირფასესია სწავლაზე. სწავლამ, განათლებამ უნდა გააუმჯობესოს ყოველნი საქმენი ჩვენნი, მთელი ჩვენი ცხოვრება. რა სასარგებლოა, როდესაც კაცის გონება სავსეა მრავალგვარი ცოდნითა, ხოლო მისი საქმე და ცხოვრება სრულებით არ განსხვავდება უსწავლელ კაცთა საქმისა და ცხოვრებისაგან. „ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქვენ შორის, აჩვენენ კეთილად სვლისაგან საქმენი თვისნი“ (იაკ. 3.13) – იტყვის წმიდა იაკობ მოციქული.
თემა: განათლება, ცოდნაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშამრიტ მონანულს ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა კეთილ;ი ქრისტიანული ცხოვრება და რა სიფრთხილე და მღვიძარება ჰმართებს კაცს, რომელსაც სასუფევში შესვლა უნდა.
ცოდნა არის მხოლოდ გზა, საშუალება უმაღლესი მიზნისადმი მიმყვანებელი და იმდენად უნდა დაფასდეს იგი, რამდენადაც ეხმარება კაცს ამ მიზნის მისაღწევად. რა არის მიზანი სწავლისა? სად უნდა მიიყვანოს კაცი ცოდნამ, სწავლამ? არ შეიძლება ვსთქვათ, რომ ცოდვა რაიმე იყოს, როდესაც კაცი თავის განათლებით კანონიერად ისარგებლებს, რომ თავის ნივთიერი მდგომარეობა გააუმჯობესოს. კიდეც საჭიროა და კარგი, რომ თვითეული პირი სარგებლობდეს თავის ცოდნითა გაუმჯობესებისათვის თავის ცხოვრებისა, მაგრამ არა ამაში მდგომარეობს უმაღლესი მიზანი სწავლისა და განათლებისა. სწავლა, განათლება თავის თავად კარგია და სასარგებლო, რადგან აღამაღლებს და გაამდიდრებს კაცის გონებას, მაგრამ მაინც არ შეიძლება ვთქვათ, რომ იგი თვით იყოს მიზნად თავისა თვისისა. არა, იმან უნდა მიიყვანოს კაცი მეორე და უმაღლესი მიზნისადმი და ეს უმაღლესი მიზანი არა სხვა რაიმე არს, გარნა ზნეობითი განვითარება და გაუმჯობესება კაცისა.
თემა: განათლება, ცოდნაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი