მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
როგორებიც ვართ ჩვენ მოყვასის მიმართ, ისეთივე იქნება ღმერთი ჩვენს მიმართ
როგორი სასოებით გაიწვდი ხელებს შენი შემოქმედისაკენ, როდესაც თვითონ შენსავე მსგავსს, რომელსაც შენსკენ აქვს ხელი გამოწვდილი, ზურგს აქცევ?
როგორ იტყვის შენი ბაგეები, - "შეისმინე ჩემი, უფალო!" როდესაც თვითონ არ გესმის ღატაკის ან, უფრო სწორად, იესო ქრისტესი - ამ ღატაკში, რომელიც შენ გიხმობს?
როგორ უნდა სთხოვო უფალს ტაძარში სხვებთან ერთად: "მომეცი უფალო!", როდესაც თვითონ არ აძლევ ღატაკებს მაშინ, როცა ეს შეგიძლია?
რა იმედით უნდა ილოცო ღვთის წინაშე, როდესაც თვითონ არ უსმენ, შენი მსგავსი ადამიანების ლოცვას?
მოწყალე ღმერთი ბუნებრივი მოწყალებით მიაპყრობს ყურადღებას ლოცვას, მაგრამ მხოლოდ - მოწყალეთა ლოცვას.
მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართან მიღწევაც კი შეუძლებელია
ქალწულების გარეშე ცათა სასუფევლის დამკვიდრება შესაძლებელია, მოწყალების გარეშე კი - არა.
მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი - მათი ცხონების საშუალებას.