მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვო მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება – ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტ...
იხილეთ სრულად
მონასტერში უფროსების წინაშე მორჩილება სულიერი კანონია. უსიტყვო მორჩილების გზით მავალი მონაზონი ადვილად ცხონდება – ეს პირდაპირი გზაა სულიერი წარმატებისათვის, მაგრამ დიდი ხნის დავიწყებულია მონაზონთა მიერ. ამ გზით უნდა იაროს არა მარტო მონაზონმა, არამედ ერისკაცმაც.
სადაცა არ არს თანხმობა და ერთგულება მღვდელთა და ერთა შორის, იქ ქრისტიანული წესი ვერ აღსრულდება კეთილად. რა სახით უნდა აღასრულოს მოძღვარმა თვისი მოვალეობა, თუ კი მის მოწაფეს არ აქვს მორჩილება და არ ისმენს მისსა დარიგებასა.
უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადი სასყიდელი მიიღო ღვთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდებასა მას უხილავსა; ხოლო უკეთუ ურჩებაი შეიმოსო, ურჩებისა პატიჟსა ზღუელ იქმნე მიცემად, ინებე უკვე შენცა მსახურება ძმათა, რომელი მოგატყვებს (მ...
იხილეთ სრულად
უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადი სასყიდელი მიიღო ღვთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდებასა მას უხილავსა; ხოლო უკეთუ ურჩებაი შეიმოსო, ურჩებისა პატიჟსა ზღუელ იქმნე მიცემად, ინებე უკვე შენცა მსახურება ძმათა, რომელი მოგატყვებს (მოგიტანს) დიდებასა, ვითარცა იტყვის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდ ყოფა, იყოს იგი ყოველთა მონა და მსახურ “და აწ ჯერ არს შენდა, რათა დიდების მომატყუებელი დიდება მიიღო”