სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი ცოდვების გამო, მაგრამ კეთილს არაფერს აკეთებს. ვითომ კიდევაც მარხულობენ, მაგრამ ფულს მეზვერეთა მსგავსად ეხარბებიან, მრისხანებენ და მოყვასზე კეთილი სიტყვის ნაცვლად ძვირის თქმა ურჩევნიათ. ეს არ არის სინანული! თუ მარხულობ და თანაც გულში გიპყრია სიამაყე, ბოროტება, ცილისწამებით სჭამ მოყვასს, ამით არა თუ სარგებელს ვერ მიიღებ სულისათვის, არამედ პირიქით - ავნებ საკუთარ თავს. ბევრს ვიცნობ ისეთს, ვინც გოდებს თავისი

უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა, ნებსითნი და უნებლიეთნი. შესთხოვოს უფალს, რათა მან მოანიჭოს სულიერი ძალა ეშმაკის გამოცნობისა. უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს

უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ, რადგან ეს დამახასიათებელია დაცემული, უძლური, შერყვნილი ადამიანური ბუნებისთვის, არამედ განგვსჯის ცოდვების უნანელობისათვის. უფალი არ განგვსჯის იმისთვის, რომ ვცოდეთ

ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითდ, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით. ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა

უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო ზრახვები, რომლებსაც მხოლოდ სულიერი სიმძიმე მოაქვს. ამ სენისაგან განკურნება ძალუძს მხოლოდ ქრისტეს, რომელიც ადამიანს ანიჭებს სულიერ სიმშვიდეს და მასთან ერთად უკვდავებას. ამისთვის საკმარისია, ადამიანმა მხოლოდ მოინანიოს და მიმართოს ქრისტეს. უდიდესი სენი ჩვენი დროისა არის ადამიანთა ამაო

ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ, მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
თ. 1-2 ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ

ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის, შეიძლება სწრაფად გახდეს მორწმუნე და ცხელი, ვიდრე ნელთბილი, ქრისტიანული სარწმუნოებისადმი გულგრილი. ნამდვილი ცოდვილიც კი უკეთესია ნელთბილ ფარისეველზე, რომელიც კმაყოფილია თავისი ზნეობრივი მდგომარეობით. ამიტომ უფალი იესო ქრისტე ჰგმობდა ფარისევლებს, უპირატესობას აძლევდა მონანულ მებაჟეებსა და მრუშებს. გაცხადებულ, გახსნილ ცოდვილებს ადვილად შეუძლიათ მივიდნენ საკუთარი ცოდვების გაცნობიერებამდე და ჭეშმარიტ მონანიებამდე, ვიდრე ადამიანები მოთბილო სინდისით, რომლებიც თავის ზნეობრივ უძლურებას ვერ აცნობიერებენ. ცივი ადამიანი, რომელიც მორწმუნე არ არის

სულიერი ხედვის შესაძენად მხოლოდ ნათლობა არ კმარა; რადგან ამ საიდუმლოთი ცოდვებისაგან განწმენდილი ადამიანი ცოდვების მიდრეკილებისაგან არ თავისუფლდება, დროთა განმავლობაში მისი სული კვლავ ცოდვებით იბინდება. აქ აუცილებლად უნდა მივმართოთ სინანულის საიდუმლოს, რათა ცოდვებით მიყენებული ჭრილობებისაგან განვიკურნოთ. ამ ჭრილობებსა და ცოდვებს ქრისტიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იღებს, რადგან ეს უკანასკნელი მისთვის განუწყვეტელი სულიერი ბრძოლის და გამარჯვების ველად არის ქცეული. სულიერი ხედვის შესაძენად მხოლოდ ნათლობა არ

როგორ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენს დროში სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის?
ბოლო დროისათვის უკანასკნელი ხანის წმიდა მამები უფრო მეტად გვთავაზობენ ვიხელმძღვანელოთ წმიდა წიგნებითა და მამათა სწავლათა მიხედვით, თუმცა, არც თანამედროვე მამებისა და ძმების მოძღვრებათა ფრთხილ (ზომიერ) გამოყენებას უარყოფენ. ყოველივე ეს უნდა შესრულდეს სულსა და გონებაში მორჩილებისა და მონანიების გულდასმითი დაცვით. ჩვენი თანამედროვეობისათვის ეს საქმე ბოძებულია უფლის მიერ და ჩვენც სასოებით უნდა მოვიხმაროთ ეს ძღვენი, მოცემული ჩვენდა საცხოვნებლად.
ბოლო დროისათვის უკანასკნელი ხანის წმიდა

თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით, თავმდაბლობით, სინანულით და ღმრთისადმი მადლიერების შეგრძნებით, მიუხედავად გულზე შინაგანი და გარეგანი მოქმედებებით გამოწვეული ცვლილებებისა. თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2