სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
თუ დასაწყისში სულ ცოტათი მაინც დავატანდით თავს ძალას, შემდეგ ყველაფერს ადვილად და სიხარულით გავაკეთებდით.
ღვთის საქმე თავდაპირველად ძალდატანებით კეთდება: "სასუფეველი ცათაი იიძულების" (მათე 11, 12), შემდეგ კი ამ საქმეს სიამოვნებით აღასრულებ.
ამბობენ, რომ სათნოება ძნელია. რომელი მადლი მოიპოვება ადვილად? განშვებით ვის დაუდგამს საკუთარი თავისთვის გამარჯვების ძეგლი? სარბიელის გარბენის გარეშე ვერავინ იღებს ჯილდოს. შრომა წარმოშობს დიდებას, თუ მკაცრად შევხედავთ, ეშმაკის საქმ... იხილეთ სრულად
უფალი შეუძლებელს არაფერს გვთავაზობს, არამედ მხოლოდ იმას, რისი მიღწევაც შესაძლებელია.
მინახავს მრავალი, რომლებსაც მეცნიერებაში ნაკლები მონაცემები ჰქონდათ, მაგრამ არავინ მინახავს, რომელსაც სათნოების აღსრულება არ შეეძლო.
სიმაღლეზე ასვლა უფრო ძნელია, ვიდრე უფსკრულში ჩავარდნა, ასე რომ, განა უფსკრულში ჩავარდნა უნდა გვერჩიოს?
უმჯობესია, უმძიმესი ამოირჩიო, თუ იგი სასარგებლოა და ადვილი დატოვო, თუ იგი საზიანოა.
ცოდვის ჩადენის სიადვილემ და სათნოებების აღსრულების სიძნელემ არ უნდა გვაიძულოს, უარი ვთქვათ უკანასკნელზე და დავთანხმდეთ პირველს.