ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები
ლოცვა - ციტატები, გამონათქვამები ლოცვა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ტკივილითა და ცრემლით ილოცე. გამხნევდი, ქრისტე არ მიგატოვებს. ცოტა აიძულე თავი და ეშმაკი გაგეცლება.
უთხარი მტერს: „ღმერთი ჩემშია. თუ თავს ლოცვით, სიმდაბლითა და ცრემლით ვაიძულებ, ის მიჩვენებს თავის წმინდა სახეს! არა მარტო მონასტერში, არამედ ლოთივით სოდომშიც რომ ვიყო, ღმერთს შეუძლია ჩემი სულის ამ წმინდა წადილის შესრულება“.
დიდებულია კადნიერება, რომელიც მამაც მოღვაწეს ამშვენებს. ვის არ სურს ჰქონდეს იგი?! უდებება კი, განსაკუთრებით ლოცვაში, ღვთის წინაშე კადნიერებას ქარს ატანს და ადამიანს განძარცულს ტოვებს.
როცა ლოცულობ, მზაკვრებს ცოფი ერევათ. ხედავენ, მათი ბადეების დარღვევას იწყებ და შიშობენ, რომ ხელიდან დაუსხლტები. ამიტომ სურთ დაგაფრთხონ ან სასოწარკვეთილება მოგიტანონ.
ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი კი – სრული მორჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩილების გარეშე მალე დაეკარგება.