იოსებ ათონელი (ისიხასტი)

უკიდურესი მარხვა, მუდმივი მღვიძარება და განუწყვეტელი ლოცვა

უკიდურესი მარხვა, მუდმივი მღვიძარება და განუწყვეტელი ლოცვა

ღმერთი უნდა შეეწიოს კაცს, თორემ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ადამიანის შინაგანი არჩევანი უნდა გამოიწრთოს. სხეულმა კი სისხლი უნდა დათხიოს, შიდა კაცს ტყავი უნდა გადასძვრეს, ძველი კაცი ცვილივით უნდა დადნეს. როგორც რკინას სცილდება ჟანგი ცეცხლში შეტანით, ასევე მოსდის ადამიანს. ნელ-ნელა მადლი მოდის და, როგორც კი მოუახლოვდება ადამიანს, ცვილივით დნება და იმ წუთებში კაცი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ გონება მრავალთვალიანი და გამჭვირვალე ხდება, ამ ზებუნებრივი მოქმედების დროს საკუთარ თავს ვეღარ არჩევს, რადგან ღმერთს უერთდება და მაშინ ჟანგი სცვივა, ბეჭედი აიხსნება, ძველი კაცი კვდება, დედობრივი სისხლი გამოდის, ბუნება განახლდება. თანაც ადამიანი სხეულებრივად არ იცვლება, არამედ მადლი მის ბუნებრივ ნიჭებსა და თვისებებს განანათლებს, აძლიერებს, განაახლებს და ამგვარად ცოცხლდება ყოფილი ადამი, ღმერთის ხატად შექმნილი. რამეთუ ახლა, რადგანაც მემკვიდრეობით ბოროტები ვართ, გახრწნილები და გაუძღომლები, ვართ ეშმაკის ხატები, რომელმაც ჩაგვყარა ამ მდგომარეობაში სისხლისა და განხურვების მეშვეობით.
მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ბევრი რამ არის საჭირო: უკიდურესი მარხვა, რათა დედობრივი სისხლი გამოშრეს და ნერწყვი – ეს ჭუჭყი - გაიწმინდოს, ხოლო ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი ცოდვის მოგონებები ჩაქრეს; ამას მუდმივი მღვიძარება, ძილის მოკლება უნდა დაერთოს, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მუდმივად, რათა გონება, რომელიც ახლა უხეში და ტლანქია, ფაქიზი გახდეს; მესამე კი განუწყვეტელი ლოცვაა – გონებით, სიტყვითა და გულით.
თემატური კითხვები
0