
ავტორი:
წმინდანთა ცხოვრება
წყარო:
წმინდანთა ცხოვრება
მამაო ყოვლადპატიოსანო, ძმა იგი უძლური წარვალს უფლისად
მამაო ყოვლადპატიოსანო, ძმა იგი უძლური წარვალს უფლისად
ერთხელ ღამის სამ საათზე წმიდა სერაპიონი ეკლესიაში "ილოცვიდა ამაღლებულისა გონებითა... მივიდა ერთი ბერი მის ნეტარისა და აუწყა, ვითარმედ: ". და მამანი ყოველნი მუნ არიან და ხილვაი შენი ჰნებავს". ხოლო იგი ნეტარი ამაღლებულისა გონებითა იყო და სიტყვა არა მიუგო. და შემდგომად მცირედისა სხუა ბერი მივიდა და ჰრქუა: "მამაო წმიდაო, სარწმუნოდ უწყოდენ ღირსებამან შენმან, რომელ ძმა იგი მოკვდების". მაშინ ჰრქუა მან: "წარვედ შვილო და მეცა მოვიდე". და კუალად დაეყოვნა მას ლოცვასა შინა ერთი ჟამი ოდენ. და მოკვდა ძმა იგი უძლური თვინიერ ხილვისა მისისა. და ოდეს სრულ ჰყო მან ლოცვაი, წარვიდა კვერთხითა თვისითა ნელიად მოხუცებული იგი მამა. და შეემთხვია ძმათაგანი და ჰრქუა: "ნუღარა მოშურები, მამაო, რამეთუ მოკუდა ძმა იგი. ესმა რა ესე სერაპიონსა, დიდად შეელმა გულსა მისსა. და უკუნ იქცა მოსწრაფედ ეკლესიადვე და შევიდა წმიდად საკურთხეველად. და დააგდო თავი თვისი წინაშე წმიდისა ტრაპეზისა და შუბლსა ქვეყანად სცემდა და მრავლითა გოდებითა იტყოდა, ვითარმცა თვით ყოფილიყო მიზეზი სიკვდილისა მისისა. და ილოცა რა მყოვარ ჟამ და მოიღო ღმრთისა მიერ მადლი გულსავსებისა, წარვიდა სენაკად მიცვალებულისა მის. და იგინი განამზადებდეს წესისაებრ დამარხვად. შევიდა იგი ნეტარი აღდუღებულის გულითა და ხმა უყო სახელდებით მკუდარსა მას". მოხდა სასწაული - გარდაცვლილი მონაზონი გაცოცხლდა და კიდევ ერთი წელი იცოცხლა წმიდა სერაპიონის ლოცვით.