ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნ...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვიყვარდეს ქრისტეს პიროვნება. ეს სიყვარული აუცილებელია ჩვენი სულებისთვის. და ასევე სიყვარული ღვთის ქმნილებებისადმი: ცხოველებისადმი, ხეებისადმი, ყვავილებისადმი, ფრინველებისადმი და უპიველეს ყოვლისა, ღვთის უსრულყოფილესი ქმნილების - ადამიანისადმი.
შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც...
იხილეთ სრულად
შვილო ჩემო, დე, შენს გულს მარად აღავსებდეს ზეციური სიყვარული და ეს სიყვარული განხორციელდეს მხოლოდ მაღალ და ღვთიურ სურვილებში; მაშინ მოისმენ ღვთიურ საუბარს სიძისა, რომელსაც თაყვანს სცემ და რომელიც მოხარულია შენთან საუბრისა. როდესაც შენი გული მისი ტახტი იქნება; შენს გულს გამუდმებით უნდა იცავდე, როგორც წმინდა სანაწილეს.
შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა შეგიყვაროს ყველამ. არამხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი, როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტ...
იხილეთ სრულად
შეიყვარე ერთადერთი (ღმერთი, მთარ.), რათა შეგიყვაროს ყველამ. არამხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი, როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები.
ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეუ...
იხილეთ სრულად
ყოველ გონიერ ქმნილებაში, გინდ მამაკაცი იყოს ის და გინდ ქალი, არის ძალი სიყვარულისა, რომლის მეოხებითაც ადამიანებს უნარი აქვთ მიემთხვიონ სიყვარულს ღვთისას და კაცისასაც. ღვთივსულიერთ ღვთაებრივი უყვართ ყოველივეში, ხორციელთ კი - სხეულებრივი და ნივთიერი.
ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა...
იხილეთ სრულად
ღმრთის სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ადამიანის გულში განუწყვეტელი ბრძოლა წარმოებს ბოროტსა და კეთილს, სიწმინდესა და უწმინდურებას შორის. და როცა იგი ცდილობს სიცრუესა და უწმინდურებას მადლითა და ჭეშმარიტებით სძლიოს. იგივე ბრძოლა მადლსა და ცოდვას შორის ამ სოფელშიც მიმდინარეობს. ღმრთისმოყვარე ისაა, ვინც ამ ბრძოლაში პირველის მხარეს იჭერს და მეორეს ემტერება.
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა “სიყვარული”, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
იხილეთ სრულად
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა “სიყვარული”, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება.
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანული შემეცნების გზა სიყვარულია. თუკი გსურს შეიცნო ზეციური საიდუმლოებანი, გიყვარდეს უფალი მთელი შენი გულით, მთელი სულით, მთელი შენი განზრახვით და ღმერთი ჩასახლდება შენში და იქნები ღმერთში, ხოლო ღმერთი შენში. და შენ შეიგრძნობ ბევრი მოვლენის რეალობას, რომელნიც ადამიანური ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან.
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. ...
იხილეთ სრულად
უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმ...