სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას, ჭეშმარიტებასა და სიბრძნეს წარმოაჩენს და ვინც ხალისით უსმენს, მის ძალას სასმენელით შეიგრძნობს. აი, ამიტომ უსმენდნენ რა უხალისოდ, უმოწყალოებმა და უწმინდურებმა ვერ შეიცნეს ღვთის სიბრძნე და თავად ამის მასწავლებელიც ჯვარზე გააკრეს. ამგვარად, ჩვენც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ვუსმენთ თუ არა ხალისით, რამეთუ მან თქვა: „უკეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“ და „საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოანე 14, 15, 21). ხედავ, როგორ დაფარა მან თავისი გამოცხადება მცნებებში? ამგვარად, ყოველი მცნება ღვთისა და მოყვასის სიყვარულში მდგომარეობს, რომელთანაც ნივთიერისგან განშორებასა და გულისთქმათა დუმილს მივყავართ. ქრისტეს ყოველი სიტყვა ღვთის წყალობას

როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი ტანჯვა იყო ისეთი დიდი, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩავწვდეთ მას იმიტომ, რომ მცირედ გვიყვარს უფალი. ვისაც მეტად უყვარს, მას მეტად შეუძლია შეიმეცნოს მისი ტანჯვა. არსებობს სიყვარული მცირე, არის საშუალო და არის სრულქმნილიც. რაც უფრო სრულქმნილია სიყვარული, მით უფრო სრულქმნილია შემეცნება. როგორც სიყვარული იესო ქრისტესი, ისე მისი

მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა ჩემთვის. რას მივაგებ მე უფალს მთელი ამ წყალობის ნაცვლად? მე მიყვარს იესო, რომელმაც თავი გასწირა

თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს, რომ მას სხვა ყოველივესგან განაშორებს და მხოლოდ საყვარელ არსებას მიაჯაჭვავს, მაშ, რას არ გააკეთებს ქრისტესადმი სიყვარული და მასთან განშორების შიში? თუკი ხორციელი სიყვარული ესოდენ იმონებს სულს

დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები, რომელნიც სიყვარულით მსახურებენ ქრისტეს, იტანენ მძიმე ავადმყოფობებს, ლანძღვას, ცილისწამებას ცხოველმყოფელი უფლის სასოებით. ეს ის უდიდესი სულები არიან, რომელთაც თავიანთი მაცხოვრისაგან ისწავლეს, რომ მიწიერი ცხოვრება მსახურება და ტანჯვაა და არა გართობა და ტკბობა, სამოთხის შესასვლელია და არა სამოთხე, მწირობა და არა ნავთსაყუდელი. ამ უდიდეს სულთათვის უღელი ჭეშმარიტად ტკბილია, ხოლო ტვირთი მსუბუქი. რამეთუ სიყვარული მათი ქრისტეა, იმედი მათი ქრისტეა, ხოლო ქრისტესთან ერთად ჯვარზეც იოლია, საფლავშიაც სინათლეა და ჯოჯოხეთშიც სიტკობებაა. დღესაც მრავლად არიან მსოფლიოში ქრისტიანები

„არა ძალადობრივი“, - ამბობს (ქრისტე), - “ჩემი იქ ყოფნით, არამედ მხოლოდ გულის კართან დგომით და ვინც გამიღებს, მიხარია მათი გადარჩენის გამო”. გადარჩენაში ვგულისხმობ მასთან შესვლას და პურის ჭამას და ვჭამ იმას, რასაც ისინი ჭამენ და უფლის სიტყვის მოსმენისას განდევნიან შიმშილსა და ცდომილების უკუნეთს (წმ. ანდრია). არა ძალადობრივი, - ამბობს (ქრისტე), - ჩემი იქ

სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე. სულიწმიდაში ზეცა ხედავს მიწას და ესმის ჩვენი ლოცვა, მიაქვს იგი ღმერთთან. ღმერთი გულმოწყალეა; იცნობს მას ჩემი სული, მაგრამ აღწერა მისი შეუძლებელია. იგი თვინიერია და მორჩილი და როცა სული ხედავს მას, მთლიანად იცვლება ღმერთის და მოყვასის სიყვარულით; თვითონაც ხდება თვინიერი და მორჩილი. მაგრამ, თუ ადამიანმა დაკარგა მადლი, ტირილს დაიწყებს, ისე, როგორც ადამი ტიროდა სამოთხიდან განდევნისას. ქვითინებდა ადამი და ეს ქვითინი მთელ უდაბნოს ესმოდა. მწარე იყო და მტანჯველი მისი ცრემლები. დიდხანს, ძალიან დიდხანს აფრქვევდა იგი მას. ღმერთის შემმეცნებელი სული, როცა კარგავს მადლს, მოწყენილია ღმერთზე და ამბობს: "მოწყენილია სული ჩემი ღმერთზე ფიქრით და ცრემლიანი დავეძებ მას". სულიწმიდა არის სიყვარული და ეს გადმოღვრილია

როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს თავისი სიყვარულის სიტკბოებით, მაშინ სამყარო დავიწყებულია მთლიანად და სული გამოუთქმელი სიყვარულით, სიხარულით ჭვრეტს ღმერთს, მაგრამ როცა სული კვლავ იხსენებს სამყაროს, მაშინ ღმერთის სიყვარულისა და ადამიანთა სიბრალულისაგან იგი ტირის და ლოცულობს მთელი ქვეყნიერებისათვის. მიეცემა რა ლოცვას და ტირილს სამყაროსათვის, რომელიც წარმოიშვება სიყვარულით, სული სულიწმიდის სიტკბოებისაგან კვლავ ივიწყებს სამყაროს და კვლავ დაივანებს ღმერთში. შემდეგ, ისევ იხსენებს რა სამყაროს, ისევ ცრემლებით ლოცულობს ხსნისთვის და აი, ეს არის ჭეშმარიტი გზა, რომელსაც გვასწავლის სულიწმიდა.
სულიწმიდა არის სიყვარული, მშვიდობა და სიტკბოება, სულიწმიდა გვასწავლის ღვთისადმი სიყვარულს, სიყვარულს მოყვასის მიმართაც. როცა სულიწმიდა აავსებს მთლიანად ადამიანს

დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც ღმერთი შეცნობილი ჰყავს სულიწმიდით, იმ ადამიანისგან, თუნდაც ძალიან ცნობილისგან, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის მადლი. სულ სხვაა ირწმუნო მხოლოდ, რომ ღმერთი არის, შეიცნო იგი ბუნებისაგან ან წიგნებიდან და სხვაა შეიმეცნო უფალი სულიწმიდით. ვინც სულიწმიდით შეიმეცნა უფალი, მისი სული დღე და ღამე ღმერთისადმი სიყვარულით იწვის და მისი სული ყოველგვარ მიწიერს მოცილებულია. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდის სიტკბოება, მხოლოდ მიწიერი დიდებით, ან სიმდიდრით, ან ხელისუფლებით ხარობს. ხოლო სულს, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი, მხოლოდ უფალი სურს; სიმდიდრე ან დიდება მიწიერი მისთვის არარაობაა. სული, რომელმაც იგემა სულიწმიდა, რომელმაც განიცადა იგი, გემოთი ხვდება. ნათქვამია: "განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი, ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას" (ფს. 33, 8). დავითმა გამოცდილებით შეიცნო უფლის სიკეთე და საუკუნის დასასრულამდე ასე იქნება. ვინც შეიცნო ღმერთი სულიწმიდით, მან იმისგან ისწავლა მორჩილება და დაემსგავსა თავის მასწავლებელს - ქრისტეს, ძეს ღვთისას. "უფალო გვაჩუქე შენი წმიდა მორჩილების საჩუქარი. ო, ქრისტეს მორჩილებავ! გიცნობ მე შენ, მაგრამ შენი მოპოვება არ შემიძლია. ტკბილია შენი ნაყოფი იმიტომ, რომ არაა იგი მიწიერი. დიდად განსხვავდება უბრალო ადამიანი, რომელსაც

რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და მოყუასი შენი ვითარცა თავი თვისი" (ლუკ. 10, 27). ანუ, განა არის ჩემს მსგავს, სისხლით მონათესავე ადამიანზე უფრო ახლობელი ჩემთვის? ამ მცნების აუცილებლად აღსრულება სრულიად ბუნებრივია. რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2