მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებით გაძლიერებული სულიერი და ხორციელი ტანჯვის წუთებში. წამლის გამოყენებისას, ამ უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად... იხილეთ სრულად
ჩვენი წუხილი და ნაკლულოვანებანი მაცხოვრისადმი რწმენით უნდა იკურთხებოდეს. მძიმეა იყო დევნილი, იცხოვრო ვალებით, იყო დამოკიდებული და ემსახურო ისეთ ადამიანს, რომელიც არც პატივისცემისა და არც სიყვარულის ღირსი არ არის, მაგრამ ეს უფლის გ... იხილეთ სრულად
ქრისტიანი მიწაზეც კი ღებულობს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ" (1 კორ. 4, 12... იხილეთ სრულად
ვიღაცამ უთხრა ამბა აღათონს: მე მომეცა მცნება, მაგრამ მცნების აღსრულება მწუხარებასთან არის შერწყმული: ისიც მინდა, რომ აღვასრულო და მწუხარებისაც მეშინია. ბერმა უპასუხა: "რომ შეგძლებოდა, სიყვარული გქონოდა, მცნებებს შეასრულებდი და მწუ... იხილეთ სრულად
დაე, ღვთის შიში გვქონდეს. მაშინ ვერაფერი დაგვამწუხრებს, იქნება სიღატაკე, ავადმყოფობა თუ ტყვეობა, ან - სხვა სამწუხარო რამ.
ვიდრე მწუხარება შეგემთხვეოდეს, ილოცე უფლის მიმართ და განსაცდელის ჟამს ჰპოვებ მას და იგი მოგისმენს.
რა გავაკეთოთ, რომ უფალს ვაამოთ? - ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: "სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი".
ვინც მოწეულ მწუხარებას წინააღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.