სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები.
ყველაზე და ყველაფერზე მეტად ღმერთი გიყვარდეს. უფლის შემდეგ მოყვასის სიყვარული საკუთარი თავისას გაუტოლე, ხოლო თუ სრულყოფილება გსურს, მაშინ უკანასკნელი პირველს მიუტანე მსხვერპლად და მიწიერი ბედნიერება, რომელსაც საკუთარ თავში მოიპოვე... იხილეთ სრულად
ამბა აგაფონი ამბობდა: "რომ შემძლებოდა, რომელიმე კეთროვანისთვის სხეული გამეცვალა, ამის გაკეთება ჩემთვის სიამოვნება იქნებოდა". ასეთია სრულყოფილი სიყვარული!
დაე, მეგობრობით კეთილ ადამიანებს დავუკავშირდეთ; ჩვენი უახლოესი და უპირველესი საზრუნავით - ახლობლებს; ჩვენი სიყვარულით - ყველას; ჩვენი შემწეობით - გასაჭირში მყოფს.
ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. ჩვენ ჭეშმარიტად მაშინ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, როდესაც სხვებისთვის ვცხოვრობთ.
ვინც ხელზე ზეთს ისხამს, რათა ავადმყოფს აცხოს იგი, თვითონ უწინარეს იღებს ზეთის ცხიმს; ასევეა ძმისთვის მლოცველი (და საერთოდ, მოყვასის სარგებლისათვის მზრუნველი და მისთვის სიკეთის მკეთებელი), ვიდრე მას მოუტანს სარგებელს, თვითონ ღებულო... იხილეთ სრულად