რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ქრისტიანს არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაფერისი ზნეობა აქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად
მთელი სულით და მთელი ცხოვრებით მიეცი თავი რწმენას, ისე რომ, რწმენა იყოს შენი ცხოვრების მთავარი აზრი, ხოლო მთელი შენი ცხოვრება - რწმენის გამოხატულება.
რწმენა სიყვარულთან შეერთებული - ქრისტიანული სარწმუნოებაა, სიყვარულის გარეშე - დემონური სარწმუნოება.
რწმენა მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; ეშმაკებსაც სწამთ; რწმენა საქმით უნდა გავამართლოთ: სწორედ ასეთ რამეს ითხოვს ჩვენგან ქრისტე.
სიტყვით გამოთქმული რწმენა კი არ გვაცხოვნებს, არამედ - რწმენასთან შერწყმული საქმეები (იაკ. 1,22; გალ. 5,6).
უგუნურებაა დაეჭვდე იმ სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული, ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ ს... იხილეთ სრულად