აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: „თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგ...
იხილეთ სრულად
აი, რას წერს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმსი: „თანდათან ურწმუნო ადამიანად ვიქეც და აღარ მივმართავდი უფალს ბავშვობაში ნასწავლი ვედრებით; თუმცა რომ დავუკვირდი ჩემს წარსულს, აღმოვაჩინე, თურმე მასთან ხშირად მქონია ლოცვის მსგავსი ურთიერთობა. იგი იყო ჩემთან, თუ მე ვიყავი მასთან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში ის მამხნევებდა და სიცოცხლის ძალით მავსებდა, რათა კვლავ შემეგრძნო მისი იდუმალი მყოფობა. მე მას აღვიქვამდი, როგორც და...
ცნობილი მკვლევარი მაქს პლანკი შეგვახსენებს: „მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ ნებისმიერი მოაზროვნე კაცისათვის ისინი აუცილებელია ერთმანეთის შესავსებად და გასაღრმავებლად“.
აღდგომილი ქრისტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მასშ...
იხილეთ სრულად
აღდგომილი ქრისტეს ნათელი განაბრწყინვებს მის ეკლესიას და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვის სიხარული სრულიად აღავსებს მას. ჩვენს შორის უხილავად იმყოფება აღდგომილი მაცხოვარი და ჩვენც ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით იდუმალად ვერთიანდებით მასში.გუშინ შენთან ერთად დავიფალით, უფალო, და დღეს შენთან ერთად აღვდგებით და ძლევის საგალობელს გიგალობთ ზეცის თანაზიარნი.
ქრისტიანობა ჯვრისმტვირთველობაა. ამასთან, ვერტიკალური ხაზი მიანიშნებს ჩვენს მსახურებას და ერთგულებას უფლისადმი, ხოლო ჰორიზონტალური – მოყვასისადმი. თუ ქრისტიანის ცხოვრება ჯვარს არ ქმნის, იგი არ ცხოვრობს სწორად.
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი ეკონომიკურად, აუცილებლად დიდი სუ...
იხილეთ სრულად
ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებული კანონები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთისაგან დადგენილ კანონებს, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო, როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს იგი ეკონომიკურად, აუცილებლად დიდი სულიერი პრობლემების წინაშე დადგება, რადგან ცხოვრების ასეთი წესი ნაყოფია თავისი თავის აბსოლუტიზაციისაკენ მიმართული, ყველაფრის ლეგიტიმიზაციის მოსურნე გონებისა, რომლისთვისაც აღარაფერია წმიდა და რომელიც თავის თავს შეიძლება გაუ...
რის საფუძველზე ქადაგებენ ზოგიერთნი დღეს რელიგიურ პლურალიზმს? როგორც ჩანს, ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავიანთ თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს...
იხილეთ სრულად
რის საფუძველზე ქადაგებენ ზოგიერთნი დღეს რელიგიურ პლურალიზმს?როგორც ჩანს, ისინი იმქვეყნიურ სიცოცხლეზე არც ფიქრობენ და არც სწამთ იგი, თორემ ასე როგორ გაიმეტებდნენ თავიანთ თავსაც და ხალხსაც მრწამსის ნაირფეროვანი არჩევანისთვის? ეს ხომ მარადიული სიკვდილისთვის მათ განწირვას ნიშნავს?! ხოლო თუ არ სჯერათ სულის უკვდავების, რელიგიაზე რატომღა ლაპარაკობენ? ნუთუ იმიტომ, რომ რწმენა საზოგადოების მართვის ერთ-ერთ საშუალებად წარმოუდგენიათ, თვითონ კი სულით ათეისტები...
ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს სექტების დამღუპველი მოქმედების შესახებ და იმის თაობაზეც, რომ თუ სახელმწიფომ დროულად არ მიიღო გადამჭრელი ზომები, ხვალ უკვე ძალიან გვიან იქნება. შედეგი კი ჯერ არ ჩანს.