საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია. ტაძარში შესვლით ჩვენთვის, მოკვდავთათვის, შესაძლებელი ხდება დედამიწაზევე განცდა ზეციური სიკეთისა. ამიტომ, ძმანო, ცხოვრებისეულ საზრუ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო ძმანო, ეკლესიაში შესვლით ჩვენ ზეციურ სამყაროში ვხვდებით, რადგან ტაძარი ღვთის სამყოფელია. ტაძარში შესვლით ჩვენთვის, მოკვდავთათვის, შესაძლებელი ხდება დედამიწაზევე განცდა ზეციური სიკეთისა. ამიტომ, ძმანო, ცხოვრებისეულ საზრუნავს ზეციურ სამყოფელში ნუ შევიტანთ. ტაძარში შესვლამდე ვფიქრობდით, ვმეტყველებდით და ვზრუნავდით ცხოვრებისეულს, ქვეყნიურს, - ტაძარში შესვლის შემდეგ კი ზეციური გვმართებს ფიქრიცა და საზრუნავიც. გახსოვდეთ ძმანო, რომ სწორედ აქ,...
რა მოგვცა ეკლესიამ წარსულში? ბევრი რამ, რითაც ამაყობს ჩვენი ერი ხელოვნების, ლიტერატურის, არქიტექტურისა და სხვა სფეროში, ქრისტიანული სულიერებისა და ცივილიზაციის საფუძველზე შეიქმნა.
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინა...
იხილეთ სრულად
მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის იგავების სახარებისეული საკითხავებით წმიდა ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს შეიცნონ თავიანთი თავი, სძლიონ ამპარტავნებას, დაიმდაბლონ თავი, დაუტეონ უკეთურება და შემუსვრილი გულით და ცრემლიანი სინანულით საკუთარი ცოდვებისაგან განწმენდილნი წარუდგნენ უფალ ღმერთს, შეიტკბონ ნეტარება უფალთან სუფევისა.
მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
მართალია, ეკლესია - ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წ...
იხილეთ სრულად
მართალია, ეკლესია - ტაძარი მარადისობის სამკვიდრებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი მარტო მარადიულის, სულის უკვდავების საქმეს გვასწავლიდეს, არამედ იმასაც გვამცნებს, თუ როგორ უნდა გავატაროთ წარმავალი წუთისოფელი, რომ ნაკლები წყლულება მოგვეახლოს, ნაკლები ცოდვები შევიძინოთ და დროზე განვიწმიდნეთ მათგან ეკლესიის წმიდა ლოცვებით.
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
...
იხილეთ სრულად
ის სულიერი თუ ეროვნული საგანძური, რომელიც შექმნა საქართველოს ეკლესიამ, მთლიანად დაყრდნობილია ეკლესიის ქადაგებაზე, ჩვენს რწმენაზე, ჩვენს თვითშეგნებაზე. ამასთან, იგი გამოვლინდა ჩვენს აზროვნებაში, ლიტერატურაში, ხუროთმოძღვრებაში.
განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია დღეს საქართველოს ეკლესიას. დღეს, როცა მიმდინარეობს კაცთა მოდგმის სულიერი და ზნეობრივი დეგრადაცია, საშინელი დაცემა. სწორედ ამ დროს უნდა უქადაგოს ეკლესიამ თავის მრევლს, რომ მტკიცედ ...
იესო ქრისტესადმი უსაზღცრო სიყვარულის შემწეობით მისი ეკლესია დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე საშინელი დევნა-შევიწროების მიხედავად, ურყევად დგას და მომავალშიც ურყევად იდგება. ქრისტეს ეკლესიის დაუძინებეილი მტერი, იმავე პერიოდიდან ...
იხილეთ სრულად
იესო ქრისტესადმი უსაზღცრო სიყვარულის შემწეობით მისი ეკლესია დაფუძნების პირველი საუკუნეებიდანვე საშინელი დევნა-შევიწროების მიხედავად, ურყევად დგას და მომავალშიც ურყევად იდგება. ქრისტეს ეკლესიის დაუძინებეილი მტერი, იმავე პერიოდიდან ყველა ღონეს ხმარობდა ეკლესიის გასათიშად. სიცრუე - ჭეშმარიტების წილ, ეს ნაცადი ხერხი იყო ერეტიკისებისთვის და ასეთად რჩება დღესაც. ზოგიერთი მწვალებელი ახერხებდა შემოეკრიბა თავის ირგვლილ თანამოაზრეები, როგორც ეს პირველი საე...
თუ ყველა ორიგინალურ, ქართული ეკლესიის წმინდანთა "ცხოვრებებს" ჩვენ მივუმატებთ კიდევ მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა რამოდენიმე "ცხოვრებას", გადმოთარგმნილს ბერძნულიდან, მაშინ ნათელი გახდება, რომ ქართული ეკლესია არ ყოფილა ღარიბი ზნეობრივ...
იხილეთ სრულად
თუ ყველა ორიგინალურ, ქართული ეკლესიის წმინდანთა "ცხოვრებებს" ჩვენ მივუმატებთ კიდევ მსოფლიოს ეკლესიის წმინდანთა რამოდენიმე "ცხოვრებას", გადმოთარგმნილს ბერძნულიდან, მაშინ ნათელი გახდება, რომ ქართული ეკლესია არ ყოფილა ღარიბი ზნეობრივ-დამრიგებლობითი თხზულებების აღმწერლობითი დარგის მიხედვით. მაგრამ იყო თუ არა ამ დროს საქართველოში კიდევ სხვაგვარი თხზულებანი - ისეთივე აღმზრდელობითი და დამრიგებლური, როგორც წმინდანთა ცხოვრებანი (რომელთა მიხედვითაც ქრისტია...
ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წაკითხვისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებ...
იხილეთ სრულად
ვერავინ ვერ იტყვის, რომ კარგად წაკითხვა წაკითხვისა ბევრს არ ჰმატებდეს წაკითხულსა და ბევრრიგად სასურველი არ იყოს ყველგან საერთოდ და იქ ცალკე, საცა გრძნობა გრძნობას ელაპარაკება, რომ გული აღძრას ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის... ეს ამისთანა ადგილი ეკლესიაა, რომლის ზარი მიიწვევს ხოლმე ხალხს ლოცვისათვის და წასაკითხი კიდევ საღვთო წერილია, რომლის მაღალმეტყველებამ უნდა განმსჭვალოს მთელი კრებული მლოცველთა ერთიანის სასოებითა და ღვთის მიმართ ...
ეკლესიის სიწმიდე მორწმუნე ქრისტიანებს ავალებს დიდ ზნეობრივ სიწმიდეს საკუთარი სულისა და სხეულისას და ღვთის მცნებათა მტკიცე დაცვასა შესრულებას, რამეთუ მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს ...
იხილეთ სრულად
ეკლესიის სიწმიდე მორწმუნე ქრისტიანებს ავალებს დიდ ზნეობრივ სიწმიდეს საკუთარი სულისა და სხეულისას და ღვთის მცნებათა მტკიცე დაცვასა შესრულებას, რამეთუ მაცხოვარი ბრძანებს: "რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს რომელსა უყუარდე მე, ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ და მეცა შევუყუარო იგი და გამოვუცხედო მას თავი ჩემი" (ინ. 14, 21).