ეშმა კაცთა მოდგმის მოსისხლე მტერია. დასაბამიდან კაცის მკვლელი. ადამიანის წინააღმდეგ მან ყოველგვარი ხერხი გამოიყენა და ახალ მზაკვრობას დღენიადაგ იგონებს, რათა წარწყმიდოს.
კეთროვანის მიმართ განა ვინმეს შური აღეძვრება? ცხადია არა. რატომ შურთ ზოგჯერ ბოროტი ადამიანის, მაშინ როცა ბოროტება სნეულებაა, საშინელი კეთრი. კეთრი ხორციელი სნეულებაა, ბოროტება კი - სულიერი.
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ვიდრე სიტყვით და საქმით შესცოდავდეს, ჯერ ფიქრით სცოდავს. ფიქრი ცოდვის დასაბამია, ყველა დანარჩენი ზნეობრივი შეცოდებანი მისი შედეგია. ამიტომ თავს უცოდველად ნურავინ წარმოაჩენს, რაკი არავინ მოუკლავს, არავინ გაუძარცვავს, არავის შეურაცხყოფს, რომ ცილი არავის დასწამა. ყველა ჩვენგანს სჩვევია შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური ფიქრები. გველი შხამიანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ გესლავს, იმიტომაც, რომ შინაგანად გესლის მატარებელია
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი...
იხილეთ სრულად
ხორციელი თავშეკავება ქრისტიანისთვის პირველდაწყებითი სწავლებაა. ამის შემდეგ მეტი მოგვეთხოვება, ვისწავლოთ გონების, გულისა და ნების მოთოკვა. გონებას თუ მოვთოკავთ, მასში უწმინდურ ფიქრებს ადგილი აღარ ექნება. გულს თუ მოვთოკავთ, ვნებიანი გულისთქმები განიდევნება, საკუთარ ნებას თუ შევზღუდავთ, მაცდური და დემონური აზრები განგვეშორებიან.