არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამ...
იხილეთ სრულად
არ გაგვაჩნია, უფალო, ეს მუდმივი გლოვა ჩვენი ცოდვების გამო; მხოლოდ აღსარებისას, როდესაც მღვდელი ჩამოგვითვლის ცოდვებს, ჩვენ ცოტ–ცოტას ვიგებთ ჩვენი ცოდვილობის შესახებ. დანარჩენ დროს არც კი გვცალია აღსარებისა და წმ. ზიარებისთვის მოსამზადებლად. იმისთვისაც ვერ ვიცლით, რომ აღსარების წინ ჩავფიქრდეთ, რითი განვარისხეთ ღმერთი ჩვენი პირადი ცხოვრებით. იმის იმედად ვართ, რომ ჩვენს მაგივრად ცოდვებს მღვდელი ჩამოთვლის და ჩვენ კი ვუპასუხებთ: „ცოდვილი ვარ“, ისიც კი ...
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვ...
იხილეთ სრულად
არსებობს ამპარტავნების კიდევ ერთი ფაქიზი სახე, ძლიერ საშიში ჩვენი სულისათვის – ეს არის დიდებისმოყვარეობა. დიდებისმოყვარეობა ლამობს ჩვენი ყოველი საქმე იმგვარად დაამახინჯოს, რომ იგი იყოს არა ღვთის სადიდებლად, არამედ ჩვენი დიდებისათვის და კაცთა საამებლად. დიდებისმოყვარეობა ეძიებს შექებას, სწყურია იგი, სწყურია კაცობრივი დიდება. უფალმა გვიბრძანა, გულმოდგინედ დაგვემალა ყველა კეთილი საქმე ადამიანების თვალთაგან, გვიბრძანა, ყველა კეთილი საქმე, თვით სიყვარ...
გახსოვდეთ, რომ ის განწყობილება, რომლითაც დავითმენთ განსაცდელს, იქნება სასინჯი ქვა ჩვენი სულიერი ზრდისა. ჭირთათმენა, გამძლეობა, მათთვის მზადყოფნა არის ნიშანი „მართალი სულისა“. მამაცი სული ინსტინქტით ეძებს სატანჯველს და განსაცდელში ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეთ, რომ ის განწყობილება, რომლითაც დავითმენთ განსაცდელს, იქნება სასინჯი ქვა ჩვენი სულიერი ზრდისა. ჭირთათმენა, გამძლეობა, მათთვის მზადყოფნა არის ნიშანი „მართალი სულისა“. მამაცი სული ინსტინქტით ეძებს სატანჯველს და განსაცდელში ძლიერდება, „რამეთუ საწუთროი ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის“ (II კორ. 4, 17). და არა მარტო გარეგანი განსაცდელი, არამედ ყოველგვარი სულიერი ძალისხმევა, ყოველი ნებ...
წმინდა მამებს ჰკითხეს: როგორ ცხონდებიან ბოლო ჟამის ქრისტიანები, მათ ხომ აღარა აქვთ ასპარეზი აშკარა მოწამეობისა, როდესაც ქრისტეს რჯულის მაღიარებლებს ბორკილებს ადებდნენ, საპყრობილეში აგდებდნენ, ჯვარს აცვამდნენ, მხეცებს მიუგდებდნენ დ...
იხილეთ სრულად
წმინდა მამებს ჰკითხეს: როგორ ცხონდებიან ბოლო ჟამის ქრისტიანები, მათ ხომ აღარა აქვთ ასპარეზი აშკარა მოწამეობისა, როდესაც ქრისტეს რჯულის მაღიარებლებს ბორკილებს ადებდნენ, საპყრობილეში აგდებდნენ, ჯვარს აცვამდნენ, მხეცებს მიუგდებდნენ დასაგლეჯად, ბორბალზე აბრუნებდნენ, კიდურებს აჭრიდნენ, შუბით გმირავდნენ, პირში გამდნარ კალასა და მდუღარე ზეთს ასხამდნენ, გახურებულ ტაფაზე წვავდნენ. დღეს აღარავის შეუძლია იმ შრომისა და ღვაწლის ატანა, რომელსაც ეწეოდნენ პირველ...
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტიანისათვის ხსნის სამი პირობა არსებობს: 1. არ შესცოდოს; 2. შეცოდებისას შეინანოს; 3. ვინც ცუდად ინანიებს, მან დაითმინოს კიდეც განსაცდელი; ვინ იტყვის, რომ მთელი გულწრფელობით ინანიებს? საკუთარ ცოდვა...
იხილეთ სრულად
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტიანისათვის ხსნის სამი პირობა არსებობს: 1. არ შესცოდოს; 2. შეცოდებისას შეინანოს; 3. ვინც ცუდად ინანიებს, მან დაითმინოს კიდეც განსაცდელი; ვინ იტყვის, რომ მთელი გულწრფელობით ინანიებს? საკუთარ ცოდვათა გამო მიღებული სასჯელისაგან განთავისუფლების გზა არის მონანიება. მონანიების სიძლიერე უნდა უთანაბრდებოდეს ჩადენილი ცოდვის ხარისხს. თუკი არა გვაქვს საკმარისი შეგნება ცოდვისა, არა გვაქვს ძალა ღრმა და ქმედითი მონანიებისა, მ...
link
„ის, საითკენაც ჩვენ მივეშურებით, მეტისმეტად მაღლაა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ამქვეყნად დავტოვებთ, მეტისმეტად უმნიშვნელოა. ამქვეყნად ძალზე მწირია ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სათნოება, ჭეშმარიტების ჩვენეული გაგება. ამიტომაც, ამქვეყნად არა...
იხილეთ სრულად
„ის, საითკენაც ჩვენ მივეშურებით, მეტისმეტად მაღლაა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ამქვეყნად დავტოვებთ, მეტისმეტად უმნიშვნელოა. ამქვეყნად ძალზე მწირია ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სათნოება, ჭეშმარიტების ჩვენეული გაგება. ამიტომაც, ამქვეყნად არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ვნების (ტანჯვის) მიღება სიმართლისათვის“. (არქიეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი).
იქნებ ვინმემ ვერ გაუძლო მწუხარების სიმძიმეს და თვითმკვლელობა განიზრახა, გონებით მიაგნო საშუალებას თავისი სატანჯველი ამ გზით შეეწყვიტა და ფიქრობდა, რომ ამით გულს ატკენდა თავის მაჭირვებელს?! შეინანეთ უფლის წინაშე.
„ჩვენ კიდევ როგორღაც ვითმენთ იმას, რასაც ვიმკით საკუთარი უყურადღებობით. ზეცაში კი ფასდება სიმდაბლით, უდრტვინველად დათმენილი, როგორც უფლისმიერი დაშვება და გამოცდა“ (ეპისკოპოსი ვარლაამ რაიაშენცევი). სამწუხაროა, რომ ამაო ზრუნვით ვცხო...
იხილეთ სრულად
„ჩვენ კიდევ როგორღაც ვითმენთ იმას, რასაც ვიმკით საკუთარი უყურადღებობით. ზეცაში კი ფასდება სიმდაბლით, უდრტვინველად დათმენილი, როგორც უფლისმიერი დაშვება და გამოცდა“ (ეპისკოპოსი ვარლაამ რაიაშენცევი). სამწუხაროა, რომ ამაო ზრუნვით ვცხოვრობთ და ამიტომ გამუდმებით გვტკივა გული ყოველგვარი მწუხარებისა და უბედურების გამო. ჩვენ ხომ მიწიერ კეთილდღეობას ვეტრფით; გვეწვევა მწუხარება და სულმოკლენი აღმოვჩნდებით. როდესაც ქრისტიანის ვნებათა მნიშვნელობას განმარტავდა,...