
ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევე... იხილეთ სრულად
ჩვენი სული ცვალებადია და ჰგავს რკინას, რომელსაც, თუ დაუდევრად მოვექცევით, ჟანგი შეჭამს, ხოლო თუ მას ცეცხლში გავახურებთ, განიწმინდება. ვიდრე ცეცხლშია იგი, მასვე ჰგავს, ისე, რომ არავის ძალუძს მასთან შეხება, რადგან ცეცხლია იგი. ასევე... იხილეთ სრულად
ვიდრე სხეულში ხარ, ნუ იქნები უდარდელი, ნურასოდეს მიენდობი საკუთარ თავს, თუნდაც ხანდახან თავს ვნებებისაგან თავისუფლად გრძნობდე; რამეთუ მტერი მზაკვრული მოსაზრებით დროებით წყვეტს თავდასხმებს, რათა მოშურნეობა შევასუსტოთ; მაშინ ისინი თ... იხილეთ სრულად
სულისათვის განუწყვეტელი ყურადღება აუცილებელია, რადგან მისი ბუნება ცვალებადია.
ვიდრე ადამიანი ღვთის სამსჯავროს წინაშე არ წარსდგება, საკუთარ თავზე რეალურ განჩინებას არ მოისმენს, თავისთვის მიჩენილ ადგილს არ დაინახავს, მანამდე არ შეუძლია, იცოდეს, სათნოეყო თუ არა ღმერთს.
როგორც ადამიანი თავისი მინდვრის ნაყოფის მიღებას დანამდვილებით მანამდე არ იმედოვნებს, ვიდრე მას ქოხში არ დააბინავებს, ასევე არც შენ შეგიძლია, დარწმუნებული იყო, როგორ ნაყოფს მიიღებ შენი გულისაგან, ვიდრე სუნთქვა შეგიძლია.
ისინი, ვისაც ჭეშმარიტი მოშურნეობა აქვს სათნოებების მოსახვეჭად, დაცემის შემთხვევაში კვლავ უნდა ადგნენ და ისევ მოღვაწეობა დაიწყონ.
ქრისტიანებს ყოველდღიურად თვალწინ უნდა ედგათ სიკვდილი და იმაზე უნდა ზრუნავდნენ, თუ როგორ გავლენ სხეულიდან და როგორ გაივლიან წყვდიადის ძალთა შორის, რომელნიც ჰაერში დაგვხვდებიან (სიტყვა 5, 22); როცა სული სხეულიდან გავა, მას ანგელოზებ... იხილეთ სრულად
ღვთის მონა არ შეიძლება ეწოდოს მას, ვინც საკუთარ სურვილებს ემორჩილება. რამეთუ კაცი, ვისგანაც იმართება, მისი ბატონია.
ამქვეყნად არაფერია ისეთი, რაც შეძლებდა ღვთისადმი სიყვარული ამოეძირკვა იმ გულიდან, რომელშიც იგი დასახლდა.
ვინც არ მიენდობა თავის შრომას, იგი ყველაზე უკეთ შეიგრძნობს თავის ძალას