ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები

ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ, რომ დაკარგვა არ შეგიძლია ჭეშმარიტი სიმდიდრე ისაა, რომელსაც ისე ფლობ

რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად ვინმე, მუდამ ისმის მისი ნაღვლიანი ხმა: „რამდენ ხანს გაგრძელდება იგი?“ რაოდენ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ამქვეყნად

მიიჩნიე სიმდიდრე სხვა არაფრად, თუ არა ეკლად, რომელიც ერჭობა და ასისხლიანებს მას, ვინც მას ხელს მოჰკიდებს. მიიჩნიე სიმდიდრე სხვა არაფრად, თუ არა ეკლად

მდიდრებს ღარიბთა გარეშე ცხონება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ უნდა გაშალონ ხელები ღარიბთათვის, მაშინ უფალი განაღებს მათთვის ცათა სასუფევლის კარიბჭეს. მდიდრებს ღარიბთა გარეშე ცხონება არ შეუძლიათ.

ვინც სიმდიდრის მონაა, იგი ისე ინახავს მას, როგორც მონა, ხოლო ვინც გადაიგდო მონობის უღელი, იგი გასცემს სიმდიდრეს, როგორც ბატონი. ვინც სიმდიდრის მონაა, იგი ისე ინახავს მას

საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც მჭლე შესაწირავი (ფს. 065, 15), ანდა სხეული სულის გარეშე; ღმერთი მათ უარყოფს. საქმე კეთილი განზრახვის გარეშე იგივეა, რაც

სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ. წმიდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება. სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა

შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და შვილიც მოკვდება შური ამპარტავნების შვილია; მოუკალი დედა და

უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით. უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე

ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი - სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა. ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი

ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები

1