ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, < =_0> დაუღალავი

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ სიკეთეებთან შედარებით, რაც ცათა სასუფეველშია დაუნჯებული! რატომ ვზარმაცობთ? შრომა არაფერია იმ

ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას ნებისმიერი სათნოების მოსაპოვებლად მოეთხოვება და დაელოდოს დიდი სიმდაბლით და იმის შეგნებით, რომ თუ ღმერთი ინებებს ამ სათნოებამ ხორცი შეისხას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ნაყოფის გამოღებას. სხვაგვარად მხოლოდ შრომა დარჩება. ადამიანმა ყველაფერი უნდა აკეთოს, რაც მას

მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი მიჰყავს ჭვრეტამდე, ჭვრეტიდან სიბრძნემდე, სიბრძნიდან კი სიყვარულამდე, რომლისგანაც ღვთაებრივი ტრფიალება წარმოიშობა. მღვიძარებით შრომას სიფხიზლის მქონე ადამიანი

გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში? გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა

შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.
მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე

პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის დავიწყებას, მეგობრებისადმი და, საერთოდ, ადამიანისადმი ერთგულებას, მადლიერებას, სხვის დახმარებას, სწორედ იმის გაღებას, რაც თვითონ ყველაზე მეტად უყვართ და სხვისი სიხარულით გახარებას, უნდა მივაჩვიოთ სამართლიანობას, ამტანობას, ტკივილის გაძლებას, რთულ სიტუაციაში გამოსავლის პოვნას, რა თქმა უნდა, შრომასა და წიგნის კითხვას; ანუ მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. პატარები უნდა მივაჩვიოთ შერიგებას, წყენის

image
image თემა: აღზრდა
ავტორი: ილია II

როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე ვსაუბრობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საშიშროება: დღეს, როცა ბევრს ლაპარაკობენ კაპიტალისტური ცხოვრების წესზე და კაპიტალის დაგროვების გზებზე, ვხვდებით საპირისპირო ისეთ შემთხვევებსაც, როცა ადამიანი იმდენად ეფლობა ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ ავიწყდება მარადიული ღირებულებები, თავისი უკვდავი სული, ავიწყდება, რომ იგი წუთისოფლის სტუმარია და მარადიული ცხოვრებისათვის არას არგებს მხოლოდ სიმდიდრის შეძენასა და მის დაგროვებაზე ზრუნვა, ამიტომაც აუცილებელია პიროვნების ჰარმონიული განვითარება, მისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფისათვის ზრუნვა. როდესაც ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ შრომაზე

image
image თემა: შრომა
ავტორი: ილია II

ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ, სიმხნევეს ნუ დავკარგავთ, ჭრილობებს მივხედოთ და განვაგრძოთ ბრძოლა. როცა ღმერთი დაინახავს ჩვენს შრომასა და გადარჩენის მცირე სურვილს, გამარჯვებას მოგვანიჭებს. ბრძოლის დროს როგორც არ უნდა დავიჭრათ

ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი მზად ჰქონდა მუდამ მებრძოლს, და მკლავიც მზად ჰქონდა ბრძოლისა და შრომა-გარჯისათვის... ხმალს არ აგებდა ქარქაშში ქართველი კაცი, ხმალი

image
image თემა: შრომა,  საქართველო
ავტორი: ილია II

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3