თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები

თავგანწირვა, თავდადება - ციტატები, გამონათქვამები თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის აზრის მიგნებას ნიშნავს. სიცოცხლის აზრი - თავგანწირული სიყვარულია. ქრისტესთან ყოფნა, ცხოვრება მასში, სიცოცხლის


ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზა

კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის ღვაწლისა და თავდადების შარავანდედით იყო მოსილი. დიახ, ვიწრო და ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა. კაცთა ცნობიერებაში ჭეშმარიტება ყოველთვის

ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩილებას, გულისხმობს სიმშვიდეს, თავგანწირვას, შენდობის უნარს... ჩვენ კი განკითხვის ცოდვიდან ვერ ვთავისუფლდებით და ამიტომაც არა ვართ მოწყალენი. ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა

დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო "რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათე 10,33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. "უკეთუ გიყუარნ მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" - (იოანე 14,15) და "ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ", უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13). დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი

ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს თავგანწირვას, ოჯახისადმი პასუხისმგებლობას, სულიერ და ფიზიკურ სრულყოფას. ამავე დროს ქორწინებით ხდება ადამიანის მთელი ცხოვრების ფერისცვალება. ცნობილი რომაული კანონი ქორწინების შესახებ, ამბობს: "ქორწინება არ არის მხოლოდ შეუღლება, არამედ შეთანხმება". ქრისტიანული ქორწინება გულისხმობს

ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი. ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი

სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13). სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა

ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმენისა და უმჯობესის გამორჩევის უნარი… ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების

გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად თავდადებასაც გულისხმობს. საუკუნო სიყვარულისა და ერთგულების ფიცით შეკავშირებული მეუღლენი მიემართებიან ერთი გზით, რომელიც მარტო ია-ვარდით არ არის მოფენილი და რომელზეც ხშირად ნარ-ეკალი გვხვდება. გახსოვდეთ, ქორწინება სიყვარულთან ერთად

პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ დასჭირდება, უნდა თავიც დადო. აბა, სხვა რას დავარქვათ პატრიოტი? პატრიოტი სიცოცხლის გამწირველია. თუ

თავგანწირვა, თავდადება, გამონათქვამები

2