მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები, გამონათქვამები
მღვდელი ბასილი ფოსური - ციტატები, გამონათქვამები მღვდელი ბასილი ფოსური | გამონათქვამები
მაგალითის ძალას წინ არაფერი არ უდგას. სიტყვით რამდენიც არ უნდა უთხრა, ერთი გაკეთებული საქმე 10 სიტყვას ჯობია
თუ ბავშვს არ ესმის, ღმერთზე რომ ესაუბრები, ღმერთს უნდა ესაუბრო ბავშვზე, ანუ ილოცო შენი შვილისთვის
ჩვენ ლოცვა გვგონია უკანასკნელი იმედი, არადა, ლოცვა უნდა იყოს პირველი რეაქცია, - პირველი, რაც უნდა გააკეთო
წმინდა პორფირი ამბობს - სანამ შვილთან მიხვალ რამის ასახსნელად ან დასარიგებლად, ჯერ ღვთისმშობელს სთხოვე, ილოცე ღვთისმშობლისადმი და ღვთისმშობელი უკეთ გააგებინებსო. ხშირად ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი აზროვნებით და ლოგიკური მსჯელობებით ავ... იხილეთ სრულად
ბავშვისთვის თქმა - "ღმერთი დაგსჯის" - არასწორია. პირიქით, ღმერთი რომ სიყვარულია, ეს უნდა ვასწავლოთ. წმ. იოანე ღვთისმეტყველმა ეს თქვა: ღმერთი სიყვარულია
ღვთის შიში არის ის, როცა გეშინია, რომ ღვთის კეთილგანწყობა არ დაიკარგოს შენს მიმართ