
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
მდუმარებაში გონება მშვიდდება. მიწიერი გულისსიტყვებისგან თავისუფალი გონება საკუთარ თავს ბუნებრივად უბრუნდება. საკუთარი თავიდან კი ლოცვით – „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ – ღვთისკენ მიიქცევა.
ღმერთი უსაზღვრო გონია, ადამიანური გონება კი შეზღუდულია. როცა ადამიანის პატარა გონება გონიერი ლოცვით უსაზღვრო გონებას – ღმერთს – უერთდება, ის ღვთაებრივ და ნეტარ ენერგიას ეზიარება და თვითონაც ნეტარი ხდება. ამის გამო კაცი გამოუთქმელ ... იხილეთ სრულად
ღვთაებრივი ნათლის სხივები სულებს ისევ და ისევ განანათლებს, რათა მემკვიდრეობით მიიღონ მამობრივი ძალაუფლება, რაც სულის არსებითი საკითხია; ვგულისხმობ გონიერი ლოცვით სულის ღმერთთან ურთიერთობას.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, რადგან ეს ყველაფერში დაგეხმარება, ყოველგვარ დაბრკოლებას განაქარვებს და წმინდა მიზანს მიაღწევ.
ყოველი ბოროტი გულისსიტყვა, რომელიც შენს შეგინებას შეეცდება, იესოს სახელის მოხმობით განაგდე და უფალი უმალ მოვა შენს დასახმარებლად.
ნუ დაიღლები ქრისტეს სახელის მოხმობით, თუ ბაგეების განწმენდა გსურს. ნუ იფიქრებ განსაცდელებზე, რომლებსაც სიზმარში ხედავ, არამედ უგულებელყავი ისინი, რადგან არსი არ გააჩნიათ. როცა მათ არაფრად ჩააგდებ, აღარ მოვლენ და თავს აღარ მოგაბეზრ... იხილეთ სრულად
აღარ უყურებს, რას აკეთებს მოყვასი, არამედ მუდმივად მდუმარეა, გონებრივ საქმიანობაში, გონებისმიერ საუბარში, თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, თაფლმოუბარი ენით, უბიწო სხეულით, სუფთა და უფანტაზიო გონებით, გონებაგაუფანტავი ლოცვით, ზომიერი... იხილეთ სრულად
გონებრივი საქმიანობის გარეშე, გარეგნულისგან დიდი ხეირი არ გვაქვს. თუკი ღმერთის ყოველ გახსენებაზე ცრემლებს არ ღვრი, უმეცრებით ხარ დაავადებული, რაც ამპარტავნებას შობს და გულს გიუხეშებს.
ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ?
პირველად საჭიროა სრული და განურჩეველი შორჩილება ყველასადმი, რაც სიმდაბლეს შობს. სიმდაბლის უტყუარი ნიშანი კი უზომო ცრემლებია, რომლებიც სამი-ოთხი წელიწადი წყაროსავით იდენს, რისგანაც, თავის მხრივ, განუწყვეტელი, ეგრეთ წოდებული გონების... იხილეთ სრულად