ამრიგად, კაცმა არ უნდა დაიბუროს თავი, ვინაიდან ხატია და დიდება ღმრთისა; ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.
რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი კაცისაგან.
და კაცი კი არ იქმნა ქალისათვის, არამედ ქალი კაცისათვის.
...
იხილეთ სრულად
ამრიგად, კაცმა არ უნდა დაიბუროს თავი, ვინაიდან ხატია და დიდება ღმრთისა; ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.
რადგანაც კაცი კი არ არის ქალისაგან, არამედ ქალი კაცისაგან.
და კაცი კი არ იქმნა ქალისათვის, არამედ ქალი კაცისათვის.
ამიტომაც მართებს ქალს ფლობის ნიშანი ჰქონდეს თავზე ანგელოზთათვის.
თუმცა, არც კაცია ქალის გარეშე, და არც ქალი კაცის გარეშე, უფლის მიერ.
რადგან, როგორც ცოლი ქმრისაგან არის, ისე ქმარიც – ცოლისგან; ხოლო ყველაფერი ღმრთისაგან არის.
თავად განსაჯე...
link
ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან – ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას.
რაღა მოხუცის ფეხებისთვის ქვიშიან აღმართზე სიარული და რაღა ანჩხლი ცოლი მშვიდი კაცისთვის.
თ. 24-25
494. რა უნდა ვეძიოთ საცოლის არჩევისას?
426. როგორ უნდა მოვიქცეთ საცოლის არჩევისას?
283. როგორ შეაგონებენ წმ. მამები ქმრებს?
263. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, თუკი მისმა მეუღლემ ზარალი იწვნია?
228. როგორ უნდა მოიქცეს ცოლი, თუკი მეუღლე მწუხარებაშია?
100. როგორ მოვიქცე, თუ უკეთური ცოლი შემხვდა?
„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი ...
იხილეთ სრულად
„დედაკაცისა კეთილისა სანატრელ არს ქმარი და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ“ (ისუ ზირ. 26.1). ესე იგი, ბედნიერი და სანატრელი არის კეთილი ქალის ქმარი, მისი ცხოვრება ქვეყანაზე ორკეც იქნება, ერთი–ორად გაგრძელდება. ამ აზრს, მე მგონი, ყოველი კაცი და ქალი დასთანხმდება. ვინ არ იცის, რა ბედნიერება არის კაცისათვის კეთილი ცოლი. ისიც უეჭველია, რომ ამისთანა ქალის ქმარი უფრო დიდხანს იცხოვრებს ქვეყანასა ზედა. როგორც შფოთი და მწუხრება შეამოკლებს ცხოვრებასა კაცისასა, მ...
link
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ...
იხილეთ სრულად
საზოგადოდ ის კი უნდა ვსთქვათ, რომ დაბალთა ხალხთა შორის ქალი უმჯობესად ასრულებს თვისსა მოვალეობასა. იგი არის ჭეშმარიტი შემწე ქმრისა ყოველ საქმეში და შრომაში. გარნა კეთილშობილთა შორის ხშირად იპოებიან ისრეთნი ქალნი, რომელთა არ უყვართ შრომა, არამედ მოსვენება, ლხინი და დაფანტული ცხოვრება. გარნა ახლა მოიწია ისრეთი დროება, რომ ისინიც უნდა დაფიქრდნენ და გამოსცვალონ თვისი ჩვეულება.
link