ნათლისღება - ციტატები, გამონათქვამები
როგორ უნდა შეეცილოს და გამოსტაცოს მტერს შენი თავი ანგელოზმა თავისთვის, თუკი ბეჭედს ვერ ამოიცნობს? განა არ იცი, რომ სიკვდილმა გვერდი აუარა დაბეჭდილ სახლებს და დაუბეჭდავებში დახოცა პირმშონი? დაუბეჭდავ საუნჯეს ადვილად იტაცებენ ქუდები... იხილეთ სრულად
როგორადაც ზიარების პური სულიწმიდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმიდა მირონიც, სულიწმიდის მიწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი მირონი როდი... იხილეთ სრულად
ნათლისღების საიდუმლოში ყოველ ადამიანს წმიდა სამების სახელით ენიჭება თავისუფლება.
ნათლისღების საიდუმლოთი მხოლოდ ცოდვათა მიტევება კი არ მოგვემადლება, არამედ მადლიც ღმერთის შვილობისა, მისი ძედ გახდომისა. ნათლისღება შეერთება, შეუღლებაა სულიერ სიძესთან. ეს არის სულის მეორედ შობა, მისი შემოსვა ნათლით, მისი აღბეჭდვა ... იხილეთ სრულად
ნათლისღების ემბაზი ერთგვარი იორდანეა, სამანი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის და ვინც მეორე ნაპირს მიაღწევს, მხოლოდ ის შეიქნება სულიერი ქვეყნის მოქალაქედ.
ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება.
მწვალებლობაში შთავარდნილთა ხელახალი მონათვლა დაუშვებელია, რადგან ასეთი ნათლობა არანამდვილია, მოჩვენებითია, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისღება ერთადერთია: "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" (მრწამსი).
მომნათვლელმაც უნდა განსაზღვროს ვის ნათლავს და რამდენს. შეეძლება თუ არა თითოეულ მათგანზე ნათლიის პასუხისმგებლობით მოქმედება. იმ სულიერი რჩევა-დარიგებების მიცემა (შესაძლებლობით მატერიალურადაც გვერდში დგომა), რომელიც მას ნათლიის პასუ... იხილეთ სრულად
თითოეულმა მართლმადიდებლურად მონათლულმა საიდუმლოდ მიიღო ყოველგვარი მადლი, ხოლო ამაში დარწმუნდება მცნებათა შესრულების შესაბამისად.
ეკლესიაში ნათლობა უფლის ბეჭდით იბეჭდება ისე, როგორც ოდესღაც უკვე მონათლულმა სამარიტელებმა მიიღეს სულიწმიდა პეტრე და იოანე მოციქულთა ხელდასხმითა და ლოცვით (იხ. საქმ. 8, 14-17). რაც აკლდათ, ის აღასრულეს პეტრემ და იოანემ. ასეა ჩვენთა... იხილეთ სრულად