ღვთის უარყოფა, უღმერთობა - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის უარყოფა, უღმერთობა - ციტატები, გამონათქვამები ღვთის უარყოფა, უღმერთობა, გამონათქვამები
უღვთონი კი სასჯელსაც თავიანთ ზრახვათამებრ მიიღებენ, რადგან მართალიც აითვალისწუნეს და უფალსაც განუდგნენ. რადგან უბედურია, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს; ამაოა იმედი მათი, შრომა უნაყოფო და მათი საქმეები უსარგებლოა. იხილეთ სრულად
უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარნი ფესვებს ღრმად ვეღარ გაიდგამენ და ვერც საიმედოდ დაფუძნდებიან. ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტოები, საფუძველს მოკლებულს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრებიან მძვინვარე ქართაგან. ... იხილეთ სრულად
ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წვალებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.
ურწმუნო არის პირმეტყველი და მოკვდავი ქმნილება, რომელიც ნებით გაურბის საკუთარ ცხონებას და თავის დამბადებელს, რომელიც მარადიულია, არარსებული ჰგონია.
როგორც უჰაერო სივრცეში მოხვედრილი ჩიტი მეყსეულად უკან გაფრენას ცდილობს, ასევე შენც, შებრუნდი და გაიქეცი უღმერთოთა შესაკრებელისაგან, რამეთუ შენ მათ შორის ფრენას ვერ შეძლებ და ჩამოვარდები. კიდევ ერთხელ გთხოვ: როგორც უჰაერო სივცეში მ... იხილეთ სრულად
იყვნენ და არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთაც ღმერთი არ ჰყავდათ, მაგრამ ღმერთს ჰყავდა ისინი მათ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ხოლო, თუკი სიკვდილის წინაც იტყვიან, რომ არ ჰყავთ ღმერთი, მაშინ უფალი მიატოვებს მათ და ამოშლის სიცოცხლის წი... იხილეთ სრულად
იგი, ვინც გულით და გონებით უარყოფს ღმერთს, ვინც თავს ყველა ვალდებულებისაგან ათავისუფლებს, გული და გონება დაბნელებია და ყველა იმედს მოკლებული ადვილად ამართლებს მკვლელობასა და თვითმკვლელობას; ქორწინება მისთვის კომედიაა, ბავშვებისადმ... იხილეთ სრულად
იგი, ვინც განუდგა ამ ქვეყანაზე მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელს, იმქვეყნადაც განკვეთილი იქნება მისგან. ვერც აქ და ვერც იქ ვერ იცნობს ის ყველა არსების დიდებულ შემოქმედს. ხოლო, იყო განშორებული მასთან, ეს გაცილებით უარესია, ვიდრე - არ... იხილეთ სრულად
თუკი უღმერთოები მათზე ზემოქმდებენ, ვინც რწმენაში მერყეობს, მაშინ მორწმუნეთაც აქვთ ურწმუნოებზე ზეგავლენა. მაგალითის, რჩევის, ლოცვისა და სიყვარულის მეშვეობით მრავალი უღმერთო მოიქცა, ისე როგორც გრძნობადაკარგულნი ბრუნდებიან სიცოცხლისკ... იხილეთ სრულად
თუკი ვინმე უარყოფს ღმერთს, ლანძღავს მას ფიქრებში და მის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ღმერთი ტოვებს იმ ადამიანს, მსგავსად იმ ადამიანისა, სახლის ფანჯრებიდან სინათლის შესვლას რომ აბრკოლებს.