სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა.
ამქვეყნიურ ყოფაში სულიერი ცხოვრებისა და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე პიროვნების შინაგანი სრულყოფა და ღმერთთან სიახლოვე შეუძლებელია.
ყოველი ადამიანი მოწოდებულია, რათა თავის თავთან ყოველდღიური შრომით მიაღწიოს სულიერ და ინტელექტუალურ სრულყოფას.
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
ბრძენი სრულყოფის კიბეზე ადის და სხვათაც ეხმარება ზესვლაში. ეს ის კიბეა, წმიდა პეტრე მოციქული რომ გვიჩვენებს: „მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა - მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - სიყუარული“ (2 პეტ. 1, 5–7). ჭეშმარიტი ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი აღზრდა საკუთარი თავის სრულყოფაში მდგომარეობს. საკუთარი თავის!
დედა ხარ? - მაშ, გახდი საუკეთესო დედა!
ცოლი ხარ? - გახდი საუკეთესო ცოლი!