ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესია - ციტატები, გამონათქვამები ეკლესია, გამონათქვამები, ციტატები
მხოლოდ ეკლესიის წიაღში ხდება ადამიანის ფერისცვალება, რომ მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მისცეს მას ის უმთავრესი, რაც კაცმა დაკარგა და რასაც ის შეუცნობლად ასე ეძებს და ესწრაფვის.
წმიდა მღვდელმოწამე კვიპრიანე პირდაპირ ამბობს: "ვისაც ხშირი და გულწრფელი ურთიერთობა არა აქვს ეკლესიასთან, ქრისტეს სახელისათვის მან თავიც რომ გასწიროს, ცოდვას სისხლითაც ვერ განიბანს; წარუხოცელ და მძიმე ბრალს განყოფისას ტანჯვითაც კი ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიაში ავლენს თავის ფორმას, ამიტომაც უწოდებს მას წმიდა პავლე მოციქული "სახლს ღმრთისას" (I ტიმ. 3,15), "ქალაქსა ღმრთისა ცხოველისა" (ებრ. 12,22), "დედას მორწმუნეთა" და უფალ იესო ქრისტეს სხეულს, თავი რომლისაც ... იხილეთ სრულად
ეკლესია განწმედილია თავისი ღვთაებრივი დამაარსებლის სისხლითა და სულიწმიდის მადლით, რომელიც წმიდა საიდუმლოთა შესრულებისას მოეფინება მლოცველთ.
ჩვენ სულიერად ვნათლდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეილახება ჩვენი ცოდვებით, რადგან მისი სიწმიდე ჩვენსმიერი კი არა, მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტესეულია.
ეკლესიის საიდუმლოთა მეოხებით ნათლად შევიგრძნობთ, რომ ქრისტეში და ქრისტეთი დაიწყო მსოფლიო პასექი, დაიწყო ქორწილი კრავისაჲ, დაიწყო ჩვენი სვლა სასუფევლისკენ.
ჩვენთვის განხორციელებული, ჯვარცმული და აღდგომილი ქრისტე განუყოფელია ეკლესიისგან, ისევე როგორც ეკლესია წარმოუდგენელია ქრისტეს გარეშე.
ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგა... იხილეთ სრულად
ქრისტეს საქმეს, სულის ხსნისა და გადარჩენის საქმეს ემსახურება ქრისტეს ეკლესია, რომელიც მუდამ იყო, არის და იქნება ჩვენი განმანათლებელი და განმაბრწყინვებელი უძლეველი ძალა. ლოცვითა და ადამიანის ცოდვილი ბუნების საიდუმლო განახლებით იგი ... იხილეთ სრულად