მდაბალს მორჩილებაც აქვს, სიყვარულიც, მოთმინებაც და ყველა სხვა სათნოება.
მდაბალს მორჩილებაც აქვს, სიყვარულიც, მოთმინებაც და ყველა სხვა სათნოება.
თუ სიმდაბლის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ, ბრწყინვალე შესამოსლის მემკვიდრენი გავხდებით; თუკი სიყვარულიც გვექნება, სამოსელს მეტად გავამშვენებთ; მორჩილება ცნობისმოყვარეობის გარეშე მას ფერადოვნებას და ელვარებას შესძენს; განუწყვეტელი ლოცვი... იხილეთ სრულად
ისწრაფეთ, იჩქარეთ, შვილებო, სათნოების გზაზე; ნუ დაიღლებით. დაჰკარით ეშმაკს, შფოთი კი სიყვარულით განდევნეთ.
ფრთხილად იყავი, შვილო. როცა ღმერთი ბრძანებს, ყოველი ადამიანი მასთან მიდის. ნეტავ როდის ინებებს, რომ ჩვენც მის წინაშე წარვდგეთ? მუდამ მზად უნდა ვიყოთ, რომ თუკი მოულოდნელად მოგვიხმობს, არ შევძრწუნდეთ.
თუ ღვთის სიტყვის დასაცავად ვიბრძვით და თანაც მონდომებით, სულსაც გადავირჩენთ და ღირსნიც გავხდებით, ვიქცეთ ორღანად, რითაც ღმერთი იდიდება: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდო (1 მეფ. 2, 30). ამიტომ, შვილო, იბრძოლე სიყვარულით, მოთმინებით,... იხილეთ სრულად
შევიძინოთ ძვირფასეულობა – აღსარება, სიმდაბლე, სულისა და ხორცის უბიწოება, ღვთისმიერი სიყვარული – ის, რაც მოსწონს დიდებულ მეუფეს. განვეშოროთ განკითხვას, უქმადმეტყველებას, სიცრუესა და სხვ. როცა ყოველივე ამას დავეუფლებით, მაშინ ღვთის ... იხილეთ სრულად
როცა მორჩილები ვართ და, მიუხედავად ამისა, მაინც საკუთარი ნების გატანა გვინდა, გზა ძნელად სავალი, უსწორმასწორო, სახიფათო ხდება. მორჩილების აღმასრულებელთან სიყვარულია, თავის იძულებაა, ძმათმოყვარება და გვირგვინებია, განწმენდა და ცხონ... იხილეთ სრულად
ზეციურ ფუფუნებაზე იფიქრეთ. იქ ღვთის უსაზღვრო სიბრძნეა, იქ მიუწვდომელი მშვენიერებაა, იქ ანგელოზებრივი ჰანგებია, იქ ღვთაებრივი სიყვარულის სიმდიდრეა, იქ უჭირველი ცხოვრებაა, იქ არ იქნება ცრემლი და სულთქმა, იქ მხოლოდ სიხარული, სიყვარულ... იხილეთ სრულად
ღმერთი რა არის? ღმერთი სიყვარულია. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც ჭეშმარიტ, სულიერ, უმწიკვლო სიყვარულს მოკლებულია, ღვთიურის შეცნობა არ შეუძლია.
პავლე მოციქული ამბობს: „სიყუარულსა არა ჰშურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოვ... იხილეთ სრულად