ეკლესიის საიდუმლოებები - ციტატები, გამონათქვამები
ეკლესიის საიდუმლოებები - ციტატები, გამონათქვამები ეკლესიის საიდუმლოებები, გამონათქვამები
ეკლესიაში დასდვა ღმერთმან ყოველნი სწავლანი, ღონისძიებანი, საშვალობანი, რომლითაც კაცმან უნდა იცხოვნოს სული თვისი. ყოველთა შვიდთა საიდუმლოთა შინა (იგულისხმება: ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ზიარება, ზეთის კურთხევა, მღვდლობა, ქორ... იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფ... იხილეთ სრულად
სულიერება მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას და "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი" ღვთაებრივი მადლი მხოლოდ ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა ძალით მიენიჭება მას. სწორედ სულის მიერ და სულით ცოცხლობ... იხილეთ სრულად
უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს
სასულიერო ხარისხში კურთხევა შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ეპისკოპოსები, მღვდელნი და დიაკონნი ქმნიან საეკლესიო იერარქიას. მათი ვალია სახარების ქადაგება, საიდუმლოთა აღსრულება და საეკლესიო საქმეთა წარმართვა.
ეკლესიაში აღესრულება საიდუმლოებები: ნათლობისა, მირონცხებისა, აღსარებისა, ზიარებისა, მღვდლობისა, ქორწინებისა, ზეთისცხებისა და სხვა მღვდელმოქმედებანი, რომელთა მიღება ყოვლად აუცილებელია ქრისტიანისთვის.
გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.