
ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
უფალმა ჯვარზე თავისი თავით შეგვცვალა. ეკლესიის საიდუმლოებებში სულიწმიდა ადამიანის სულს ახალი
უფალმა ჯვარზე თავისი თავით შეგვცვალა. ეკლესიის საიდუმლოებებში სულიწმიდა ადამიანის სულს ახალი ცხოვრებისათვის მასთან შეერთების მეშვეობით ამზადებს (ამისათვის მისი მზადყოფნის მიხედვით). ცხოვრება – ეს დიადი ჯილდოა, თანამედროვე ადამიანი კი მას უყურებს, როგორც იმ აუცილებელს, მის ღირსებას რომ შეესაბამება. აუცილებელია გავიგოთ, რა არის მთავარი, რა არის ადამიანის უმაღლესი მიზანი. საბოლოო და ამავე დროს უსასრულო მიზანი ადამიანისა – ეს განღმრთობაა. ეს მხოლოდ მადლის მეშვეობით ხორციელდება. მადლი ადამიანს მხოლოდ ეკლესიაში ეუწყება, საუკუნო ღვთაებრივი ნათლის ამ ველში, რომელიც ადამიანის სულთან ურთიერთქმედებაშია და მას უხილავად ასხივოსნებს (ზოგ შემთხვევაში ღვთაებრივი ნათლით სულის ეს გასხივოსნება შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ გარშემო მყოფთათვის აშკარა გახდეს).
|