რა შეიძლება იყოს მაცდუნებელზე უფრო საშინელი? ეშინიათ ხოლმე ცეცხლის გამჩაღებლების, ქურდების, მკვლელების, მომწამვლელების, მაგრამ რამდენად საშინელია ქრისტიანი, რომელიც ატარებს გადამდებ ცოდვას, საკუთარ მოყვასს მადლმოსილ ცხოვრებას ართმ... იხილეთ სრულად

ვინც სხვას ზიანს აყენებს, იგი კადნიერებას იჩენს ღვთის წინაშე, უსამართლოა მოყვასისადმი და სასტიკია საკუთარი თავის მიმართაც.
მაცდუნებელი უდიდესი მტერია ღვთისა, მოყვასისა და საკუთარი თავისა
ვინც სხვას ცოდვაში ითრევს, ის უმეტეს დანაშაულს ჩადის, ვიდრე ის, ვინც მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე სცოდავს.
არაფერია იმაზე მძიმე და დამღუპველი, ვიდრე ზიანის მიყენება არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - მოყვასისთვისაც.
რამდენადაც შესაძლებელია, ფრთხილად იყავი, რომ მოყვასი არ აცდუნო. ამის გარეშეც მრავალი საკუთარი ცოდვა გვაქვს! რაღასთვის დავიმატოთ სხვისი?
ცდუნებულნი თითქმის ყოველთვის მაცდუნებლები ხდებიან
საცდური ჭირით დაწყლულებას ჰგავს, რომელიც ერთ ადამიანში იწყება და მრავალს - ახლოს მყოფს აზიანებს.