ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის სიყვარული ადამიანისადმი - ციტატები, გამონათქვამები ღვთის სიყვარული ადამიანისადმი
ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია... იხილეთ სრულად
გაჭირვებამ არ უნდა შეგვაშინოს და სასოება არ უნდა დაგვაკარგვინოს, რადგან თუ გვწამს, რომ ღმერთი სიყვარულია, ბუნებრივია, უნდა გვწამდეს ისიც, რომ იგი ცუდს არასოდეს გაუკეთებს მას, ვინც უყვარს.
უფალი ჯვარს ეცვა ჩვენთვის და თავისი აღდგომით ზეცად აღამაღლა მთელი კაცობრიობა, რადგან მას გამოუთქმელი სიყვარულით უყვარს თითოეული ადამიანი.
ეს გრძნობა მარადიულია და მისი ძალა ულევი. არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანებს, როგორც სიყვარული და წმინდა ცხოვრება. უფალი მოგვიწოდებს: "... იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარეთ თქუენ" (ინ. 15,12).
გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და "რჩეულ ერად" გამოგვაჩინოს.
ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი - უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი გა... იხილეთ სრულად